მანაგუა (ტბა)
ტბა მანაგუა | |
---|---|
Lago de Managua Lago Xolotlán | |
![]() კოსმოსიდან (1986). ჩრდილოეთი მარცხენა მხარეს | |
კოორდინატები: 12°20′ ჩ. გ. 86°25′ დ. გ. / 12.333° ჩ. გ. 86.417° დ. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 39 მ |
სიგრძე | 65 კმ |
სიგანე | 25 კმ |
ფართობი | 1,024 კმ² |
საშუალო სიღრმე | 9.5 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 20 მ |
ტბა მანაგუა (ესპ. Lago de Managua), იგივე ტბა სოლოტლანი (ესპ. Xolotlán) — ტბა ნიკარაგუაში. ზედაპირის ფართობი 1.042 კმ², სიგრძე 65 კმ, სიგანე 25 კმ. მაქსიმალური სიღრმე 20 მ. მანაგუის ტბას, ნიკარაგუის ტბის მსგავსად სახელი უწოდეს ესპანელმა კონკისტადორებმა სახელისგან მანგუე ("Mangue") (ერთ-ერთი ტომის სახელი იყო) და agua (წყალი). ნიკარაგუის დედაქალაქი მანაგუა ტბის სამხრეთ დასავლეთ ნაპირზეა გაშენებული.
მანაგუის ტბა ძლიერ დაბინძურდა 1950-იან წლებში კოდაკის საწარმოს მიერ ვერცხლისწყლის ჩაღვრის გამო. მიუხედავად ამისა, არაერთი ნიკარაგუელი მაინც სახლობს მის სანაპიროზე და ტბაში დაჭერილი თევზით იკვებება. 1998 წელს ქარიშხლის გამო მანაგუის ტბა სამი მეტრით გადმოვიდა ხუთი დღის განმავლობაში. მანაგუის ტბა მდინარე ტიპიტაპათი უკავშირდება ნიკარაგუის ტბას. 2007 წელს ტბის ტერიტორია დაასუფთავეს და ნალექები ამოხაპეს კატარღებით. მძაფრი უსიამოვნო სუნი გაქრა. აშენდა ბეტონის ნავმისადგომები, საიდანაც შესაძლებელია ერთსაათიანი ტურის საშუალებით ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ხედი ტიპიტაპადან, 2003 ვულკანი მომოტომბო
-
ვულკანი მომოტომბო