მამის სახელით

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მამის სახელით
ჟანრი ბიოგრაფიული
დამდგმელი რეჟისორი ჯიმ შერიდანი
პროდიუსერი ჯიმ შერიდანი, გებრიელ ბირნი, ტერი ჯორჯი, არტურ ლაპინი
სცენარის ავტორი ჯიმ შერიდანი, ტერი ჯორჯი
ნაწარმოები „ცნობილია უდანაშაულოდ: ჯერი კონლონისა და გილფორდის ოთხეულის ისტორია“
- ჯერი კონლონი
როლებში დენიელ დეი-ლუისი
ემა ტომპსონი
მუსიკა ტრევორ ჯონზი
ოპერატორი პიტერ ბიზუ
მონტაჟი ჯერი ჰამბლინგი
სტუდია Hell's Kitchen Films
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი 12 დეკემბერი, 1993
ხანგრძლივობა 133 წთ.
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო, ირლანდია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $13 მლნ
შემოსავალი $65 796 862

მამის სახელით (ინგლ. In the Name of the Father) — ჯიმ შერიდანის 1993 წლის ბიოგრაფიული ფილმი. ფილმში ასახულია უდანაშაულოდ დასჯილი ჯერი კონლონის ნამდვილი ისტორია. ფილმმა მიიღო ოქროს დათვი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქებში რეგულარული არმია იდგა, ხოლო ინგლისში ტერორისტული აქტები ხორციელდებოდა. ჯერი კონლონი, ახალგაზრდა ირლანდიელი, რომელიც ბელფასტში ცხოვრობს, პოლიტიკის მიმართ გულგრილია. მას ნარკოტიკები და თავისუფალი სიყვარული იზიდავს. ჯერის მამა ლონდონში აგზავნის, დეიდა ენისთან საცხოვრებლად, მაგრამ ჯერი და მისი მეგობარი პოლი ჰიპების კომუნაში ცხოვრობენ.

გილფორდის პაბში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ პოლიცია უფლებას მიიღებს, შვიდი დღის განმავლობაში დააკავოს ნებისმიერი ადამიანი. ირლანდიელი ჯერი და პოლი დაკავებულები აღმოჩნდებიან. საქმეს ინსპექტორი დიკსონი იძიებს. მისი მიზანია, ნებისმიერი გზით მოიპოვოს აღიარებითი ჩვენება. 7 დღის განმავლობაში წამების შემდეგ ისინი აღიარებენ დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენიათ. პოლიცია ჯერის ოჯახის წევრებსაც დააკავებს და მათ თანამზრახველობაში დასდებს ბრალს. ნაფიცი მსაჯულები ყველას გამამტყუნებელ სასჯელს გამოუტანენ. ჯერი კონლონს სასამართლო სამუდამო პატიმრობას მიუსჯის.

ჯერი და მისი მამა ჯუზეპე ციხეში ერთ საკანში იხდიან სასჯელს. ჯუზეპე ცდილობს მიიღოს ზომები საკუთარი ოჯახის სახელის რეაბილიტაციისთვის. ჯერი საკუთარ თავს მკვდარ ადამიანად მიიჩნევს და მამას არაფერში ეხმარება. ის რამდენიმე პატიმარს უახლოვდება და მათთან ერთად ნარკოტიკებს მოიხმარს. მოგვიანებით იმავე ციხეში აღმოჩნდება ნამდვილი ტერორისტი, რომელმაც გილფორდის პაბი ააფეთქა. ის პოლიციას სიმართლეს უმხელს, მაგრამ პოლიცია ამ ფაქტს ასაიდუმლოებს. ჯერი უმეგობრდება ტერორისტს, მაგრამ ჯუზეპეს არ უნდა, რამე საერთო ჰქონდეს მკვლელთან. ჯერი კი მოხიბლულია ტერორისტის სიმამაცით და სიბრალულით უყურებს მამას.

ჯერის დამოკიდებულებას მამისადმი ჯუზეპეს სიკვდილი ცვლის. ჯუზეპეს სიკვდილის შემდეგ ჯერი აგრძელებს მამის მიერ დაწყებულ კამპანიას და თანამშრომლობს ადვოკატთან, რომელსაც აქამდე შეხვედრებზე უარს ეუბნებოდა. ადვოკატი გარეთ პირსი სასამართლოში საქმის განახლებას მიაღწევს. პატიმრობაში გატარებული 15 წლის შემდეგ ჯერისა და სხვა მსჯავრდებულებს სასამართლო უდანაშაულოდ ცნობს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დენიელ დეი-ლუისმა გადაღებებებისთვის დაიკლო 13 კილო და ბევრი დრო გაატარა ნამდვილ საკანში, რათა უკეთ შესულიყო როლში.

ისტორიული ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუზეპე და ჯერი კონლონები სასჯელს ერთ საკანში არ იხდიდნენ. ეს სცენარისტებმა გამოიგონეს. აგრეთვე გამოგონილია ინსპექტორი დიკსონის პერსონაჟი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე რეალურად არსებული პოლიციელის სახეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]