მალულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალულა

მალულა (არაბ. معلولا) — ქალაქი სირიაში, მდებარეობს დამასკოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალამუნის მთებში, რომელიც პირიქითა-ლიბანის მთიანეთს მიეკუთვნება. დამასკოდან დაშორებულია დაახლოებით 56 კილომეტრით.

მალულას მცხოვრებნი ლაპარაკობენ ქრისტეს ენაზე, არამეულად, კერძოდ ახალ დასავლურ-არამეულ დიალექტზე.

წმ. თეკლას ტაძარი

ქრისტიანული აღმსარებლობის უმრავლესობა მიეკუთვნება ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიას (მელქიტები). ახლო აღმოსავლეთში ეს ადგილი ცნობილია იმით, რომ აქ 14 სექტემბერს დიდი ზეიმით აღინიშნება ჯვართამაღლება.

მალულაში მდებარეობს ეკლესია, რომელიც გადმოცემის თანახმად მსოფლიოში უძველესი ეკლესიაა. ამავე გადმოცემის თანახმად იგი მაცხოვრის ჯვარცმიდან რამდენიმე წელიწადში უნდა იყოს აშენებული.

ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს წმინდა თეკლას სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია „მარ თეკლა“, რომელიც წმ. თეკლას საფლავისა და გამოქვაბულის გარშემოა აშენებული.

ამ ადგილიდან ცოტა მოშორებით, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს ძველი ეკლესია, რომელიც მოწამე სერგისა და ბახუსის სახელობისაა. ეკლესიის დღესასწაული 7 ოქტომბერს აღინიშნება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]