მაკტუმ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რაშიდ ალ მაკტუმი 1968 წელს

შეიხი მაკტუმ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი (არაბ. مكتوم بن راشد آل مكتوم) (დ. 1943, შინდაღა, არაბთა გაერთიანებული საამიროები — გ. 4 იანვარი, 2006, გოლდ ქოსტი, ავსტრალია) — არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. 1990 წლიდან დუბაის ამირა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი შეიხ რაშიდ ბინ საიდ ალ მაკტუმის უფროსი ვაჟი იყო. 1971 წლის 9 დეკემბერს პირველად იქნა არჩეული ემირატების პრემიერ-მინისტრად. 1979 წლის 25 აპრილს მან ეს პოსტი საკუთარ მამას დაუთმო, რომლის გარდაცვალების შემდგომ 1990 წლის 7 ოქტომბრიდან იგი ხელახლა იქნა დანიშნული პრემიერ-მინიტრად და მთავრობის მეთაურად.

შეიხი გარდაიცვალა 2006 წლის 4 იანვარს ავსტრალიაში საქმიანი მოგზაურობის დროს.