მაია ჯაბუა
იერსახე
მაია ჯაბუა (დ. 8 მაისი, 1962, თბილისი) — ქართველი მომღერალი.
სიმღერა დაიწყო 6 წლის ასაკში, მღეროდა ყოფილ პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ვოკალურ ჯგუფში. 1971-1986 წლებში იყო ამავე სასახლესთან არსებულ ბავშვთა ვოკალურ-საკრავიერო ანსამბლ „მზიურში“. 1986 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია, ძირითადად მღერის ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. 2016 წლის იანვარში სახელმწიფო ფილარმონიის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 458, ISBN 99928-20-32-2.