მაია ბლიაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაია ბლიაძე
დაბ. თარიღი 13 თებერვალი, 1965(1965-02-13)[1] (59 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი

მაია ბლიაძე (დ. 13 თებერვალი, 1965, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი. გეოგრაფიის დოქტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. ქალაქ ლოძის (პოლონეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური და სოციალური გეოგრაფიის ფაკულტეტი.

მუშაობდა ქ. თბილისის 126-ე საშუალო სკოლის პედაგოგად და დირექტორად; არის ბუნების 1-6 კლასების და გეოგრაფიის 7-12 კლასების სახელმძღვანლეობის, სამუშაო რვეულებისა და მასწავლებლის წიგნების ავტორი; ასევე გამოცემული აქვს გეოგრაფიის ცნობარი-ლექსიკონი, ილუსტრირებული ლექსიკონი ბუნებისმცოდნეობაში, ტესტების კრებულები გეოგრაფიაში, სასკოლო ატლასები, დამხმარე სახელმძღვანელოები „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება“, „მდგრადი განვითარების მიზნები“, „კლიმატის ცვლილება“; გამოცემული აქვს მოთხრობების წიგნი „ანას დღიური“.

მაია ბლიაძე არის ევროპის და ქუთაისის უნივერსიტეტების პროფესორი; ასევე თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტორს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ტრენერ-კონსულტანტად.

პრემია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რაფიელ დანიბეგაშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანას დღიური, მოთხრობები, თბილისი, 2013 ISBN 978-9941-15-841-4
  • გეოგრაფია, თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის, თბილისი, 2013 ISBN 978-9941-15-947-3
  • გეოგრაფია, ლექსიკონი + ცნობარი (თანაავტორი), თბილისი, 2011, ISBN 978-9941-15-476-8
  • ფიზიკური გეოგრაფია, მე-6 კლასი (თანაავტორი), თბილისი, 2004, ISBN 99928-42-06-7
  • ბუნება, მე-5-კლ. ძირითადი სახელმძღვანელო (თანაავტორი), თბილისი, 2004
  • გეოგრაფია, ცნობარი, დამხმარე სახელმძღვანელო მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის (თანაავტორი), თბილისი, 2003
  • გეოგრაფია, ცნობარი (თანაავტორი), თბილისი, 2001, ISBN 99928-885-0-4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]