შინაარსზე გადასვლა

მათხოჯის წმინდა ნინოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მათხოჯის წმინდა ნინოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯში.

მათხოჯის წმინდა ნინოს ეკლესია დარბაზული, შვერილაფსიდიანი ტაძარია, დასავლეთის სამრეკლოთი. ეკლესია ნაშენია თლილი კვადრებით, ღობის თარაზულობა დაცულია. სამრეკლოს პირველი სართული კარიბჭის ფუნქციას ასრულებს. დასავლეთ კედელში თაღოვანი კარია გაჭრილი. აღმოსავლეთით კი კარიბჭე ეკლესიას ფართო თაღით უკავშირდება. ჩრდილო და სამხრეთ კედლებში თაღოვანი სარკმლებია გაჭრილი. სამრეკლოს მეორე და მესამე სართულებზე ასვლა ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კედელთან მიდგმული ქვის კიბით შეიძლება. მეორე სართული კვადრატული გეგმის მქონე ოთახია, ბრტყელი გადახურვით. სამხრეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, კედლების ზედა ნაწილი მომრგვალებულია. მესამე სართული თაღებით გახსნილი წახნაგოვანი ფანჩატურია, რომელსაც შებრტყელებული გადახურვა აქვს. სამრეკლოს მეორე სართულის ჩრდილო და სამხრეთ ფასადზე, სარკმლის მაღლა რელიეფური ჯვრებია ჩასმული. ეკლესიის აფსიდა შვერილია, იგი იმეორებს საკურთხევლის შიდა ნახევარწრიულ ფორმას. სარკმლები თაღოვანია, შიდა კედლები ფლეთილი ქვითაა აყვანილი. ფასადზე, აფსიდის ჩრდილო ნაწილის წყობაში, ჩუქურთმიანი ქვაა ჩატანებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9695