შინაარსზე გადასვლა

მათე ალექსიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მათე მიხეილის ძე ალექსიშვილი (დ. 20 მაისი, 1910, სოფელი ვეჯინი, ახლანდელი გურჯაანის მუნიციპალიტეტი — გ. 4 დეკემბერი, 1970, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი.

1933 წელს დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1939 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქვეყნების ისტორიის კათედრაზე; 1943–1948 წლებში იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდის სექტორის გამგე; 1949–1950 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანი; 1946–1970 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქვეყნების ისტორიის კათედრის გამგე. მუშაობდა ანტიკური ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ ისტორიულ საკითხებზე. იკვლევდა რელიგიის საკითხებსაც. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • მონობა და მონათმფლობელური იდეოლოგია ანტიკურ სამყაროში: დამხმ. სახელმძღვ. უმაღლ. სასწავლბლების ისტორიის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი). — თბილისი, განათლება, 1974. — 351 გვ.
  • მონობა ანტიკურ ქვეყნებში: ძველ საბერძნეთსა და რომში (ავტორი). — თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1971. — 379გვ.
  • გაიუს იულიუს ცეზარი: მონოგრაფია (ავტორი). — თბილისი, ნაკადული, 1961. — 226გვ.
  • ალექსანდრე მაკედონელი: ნარკვევი (ავტორი). — თბილისი, თბილისის სახელმწ. უნ-ტის გამ და სტ., 1950. — 196გვ.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 39, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]