ლუსი მილებუ ობიუსონი
| ლუსი მილებუ ობიუსონი | |
| გაბონის სენატის პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 27 თებერვალი, 2015 – 30 აგვისტო, 2023 | |
| წინამორბედი | როზა როგომბე |
| მემკვიდრე | პაულეტე მისამბო |
| დაბადებული | 25 თებერვალი, 1957 ფუგამუ, გაბონი |
| პოლიტიკური პარტია | გაბონის დემოკრატიული პარტია |
| მეუღლე | მიშელ მბუსუ |
| შვილები | 3 |
ლუსი მილებუ ობიუსონი, ასევე ცნობილია როგორც ლუსი მბუსუ (დ. 25 თებერვალი, 1957) — გაბონელი ოფთალმოლოგი და პოლიტიკოსი. გაბონის სენატის პრეზიდენტი 2015-2023 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუსი მილებუ ობიუსონი დაიბადა 1957 წლის 25 თებერვალს ქალაქ ფუგამუში[1]. იგი არის ფილოსოფიის დოქტორი მედიცინაში. ოფთალმოლოგიას სწავლობდა ექს-მარსელის უნივერსიტეტში, საფრანგეთში[2][3].
ლუსი მილებუ ობიუსონი იყო გაბონში პირველი ოფთალმოლოგი[1]. 1988 წლიდან 2002 წლამდე იყო ლიბრევილში ჟანა ებორის ფონდის მთავარი სამედიცინო ოფიცერი და ომარ ბონგოს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტანტ-პროფესორი[4]. იგი ასევე იყო სამედიცინო კლინიკის დირექტორი და არასამთავრობო ორგანიზაცია „გაბონის სამედიცინო დახმარების“ დამფუძნებელი[3].
ობიუსონი არის გაბონის დემოკრატიული პარტიის წევრი და სენატში აირჩიეს ფუგამუს კომუნიდან 2002 წელს[4]. იგი არის სენატის საგარეო საქმეთა, ფინანსებისა და რეგიონალური დაგეგმარების მუდმივმოქმედი კომისიის წევრი[2][3].
ობიუსონი ასევე მუშაობდა გაბონის სენატორ ქალთა ეროვნული ქსელის პრეზიდენტად[2]. იგი იყო მესამე მოწვევის სენატის ვიცე-პრეზიდენტი და მეოთხე მოწვევის სენატის თავმჯდომარედ აირჩიეს 2015 წელს როზა როგომბეს შემდეგ[4][5][3].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Senate Gabon profile დაარქივებული 2018-09-30 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 GSW Speaker Bios. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-11-26. ციტირების თარიღი: 2017-05-07
- 1 2 3 Lucie MBOUSSOU , née MILEBOU AUBUSSON , remplace Rose Francine ROGOMBE à la tête du Sénat ! French. Amba Maroc (28 February 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 დეკემბერი 2024. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
- 1 2 3 4 Lucie Milebou Aubusson, élue sans surprise président du Sénat French. Agence Gabonaise de Presse (27 February 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
- 1 2 3 Infos, Ogooue. (3 March 2015) Gabon : Lucie Milebou-Aubusson élue à la tête du sénat French. Libreville.com. ციტირების თარიღი: 24 April 2017.
- ↑ Gabon: Lucie Milebou Aubusson nouveau président du Sénat French. Atlas Info (28 February 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 24 April 2017.