როზა როგომბე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
როზა როგომბე
როზა როგომბე
გაბონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 ივნისი, 2009 – 16 ოქტომბერი, 2009
წინამორბედიომარ ბონგო
მემკვიდრეალი ბონგო ონდიმბა

დაბადებული20 სექტემბერი, 1942
ლამბარენე, გაბონი
გარდაცვლილი10 აპრილი, 2015 (72 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიაგდპ

როზა როგომბე (დ. 20 სექტემბერი, 1942, ლამბარენე, გაბონი — გ. 10 აპრილი, 2015, პარიზი, საფრანგეთი) — გაბონელი პოლიტიკური მოღვაწე, გაბონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2009 წლის 10 ივნისიდან ამავე წლის 16 ოქტომბრამდე.

დაიბადა ქალაქ ლამბარენეში, საფრანგეთში სწავლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო მოსამართლედ. 1980-იან წლებში მუშაობდა ქალთა მოძრაობისა და ადამიანის უფლებების სამინისტროში, 2007 წელს მიიღო თეოლოგიის დოქტორის წოდება.

2008 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აირჩიეს მშობლიური ქალაქის კანცლერად. 2009 წლის იანვარში კი სენატორად ამავე ქალაქიდან. 16 თებერვალს აირჩიეს სენატის პრეზიდენტად.

2009 წლის 8 ივნისს გარდაიცვალა გაბონის პრეზიდენტი ომარ ბონგო. გაბონის საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის საფუძველზე დროებით პრეზიდენტად როზა როგომბე გამოაცხადა და დაევალა 45 დღეში საპრეზიდენტო არჩევნების მომზადება.

გარდაიცვალა 2015 წლის 10 აპრილს პარიზში, სადაც იგი წავიდა სამკურნალოდ რამდენიმე დღით ადრე[1][2].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ომარ ბონგო
გაბონის პრეზიდენტი

2009
შემდეგი:
ალი ბონგო ონდიმბა