ლურსმანი
ლურსმანი — ლითონის უხრახნო სამაგრი ნაკეთობა. წარმოადგენს ლითონის ღეროს, რომლის ერთი ბოლო წაწვეტებულია, მეორე კი ქუდის ფორმამდეა გაპრტყელებული. გამოიყენება მშენებლობაში ძირითადად ხის მასალების ერთმანეთთან შეკავშირებლად. ლურსმნის ჩასაჭედებლად როგორც წესი გამოიყენება ჩაქუჩი, ხოლო ამოსაძრობად ბრტყელტუჩა, ძალაყინი და სხვა საშუალებები.
არსებობს ლურსმნის მრავალი სახეობა. ესენია: ანჯამის ლურსმანი, ბრტყელთავა ლურსმანი, გემის ლურსმანი, ერთზომა ლურსმანი, თავბურცა ლურსმანი, თავმსხვილა ლურსმანი, თავფართო ლურსმანი, მავთულის ლურსმანი, ნალის ლურსმანი, ნაჭედი ლურსმანი, ორზომა ლურსმანი, რელსის ლურსმანი, საბუნიკე ლურსმანი, საკასრე ლურსმანი, სამზომა ლურსმანი, საპარკეტო ლურსმანი, საშპალერო ლურსმანი, საჩექმე ლურსმანი, საძელე ლურსმანი, სახურავის ლურსმანი, სოლყავრის ლურსმანი, სპილენძთავა ლურსმანი, სპილენძის ლურსმანი, ტაბიკურა ლურსმანი, ტკეჩის ლურსმანი, ტოლის ლურსმანი, ყავრის ლურსმანი, წკირა ლურსმანი, წირწკიმალი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტექნიკური ტერმინოლოგია: ქართულ-რუსული ნაწილი/საქ. სსრ მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტი; რ. დვალისა და რ. ღამბაშიძის რედ. - თბ., 1982.