შინაარსზე გადასვლა

ლუი ანდერსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი ანდერსონი
დაბადების სახელი ლუი პერი ანდერსონი
დაბადების თარიღი 24 მარტი, 1953
სენტ-პოლი, მინესოტა, აშშ
გარდაცვალების თარიღი 21 იანვარი, 2022 (68 წლის)
ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ
საქმიანობა მსახიობი, კომიკოსი
აქტიური 1984 – 2022
საიტი louieanderson.com

ლუი ანდერსონი (ინგლ. Louie Anderson; დ. 24 მარტი, 1953, სენტ-პოლი — გ. 21 იანვარი, 2022, ლას-ვეგასი) — ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, ცნობილია თავისი ავტობიოგრაფიული ანიმაციური სერიალით „ცხოვრება ლუისთან ერთად“.

ლუი ანდერსონი დაიბადა სენტ-პოლში (მინესოტა) და იყო თერთმეტშვილიანი ოჯახის მეათე შვილი.[1] ლუი იზრდებოდა ქალაქ მადისონში (უისკონსინი). 1989 წელს დაქორწინდა თავის სკოლის მეგობარზე, მაგრამ ეს ქორწინება სულ 4 კვირა გაგრძელდა.[2]

2022 წლის 18 იანვარს ლას-ვეგასის საავადმყოფოში მოათავსეს დიფუზური B-უჯრედოვანი ლიმფომის (კიბოს ერთ-ერთი სახეობის) დიაგნოზით.[3] გარდაიცვალა 21 იანვარის, 68 წლის ასაკში.[4]

ლუი ანდერსონი XX საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩნდებოდა ამერიკულ კომედიურ შოუებში. მისი გამოსვლები დიდი პოპულარობით სარგებლობა სტენდაპის სტილის იუმორის მოყვარულთა შორის.[5]

1986 წელს ბრონსონ პინჩოტთან ერთად მონაწილეობა მიიღო სერიალ „Perfect Strangers“-ის საპილოტე გამოშვებაში, რომელიც გადაიღეს სატელევიზიო ქსელისთვის „ABC“. შემდგომში ანდერსონი მარკ ლინ-ბეიკერმა ჩაანაცვლა.

1995 წელს ანდერსონმა „Fox“-ისთვის შექმნა ანიმაციური სერიალი „ცხოვრება ლუისთან ერთად“, რომელიც გადაიცემოდა შაბათობით დილის ეთერში. სერიალი დაფუძნებულია ლუი ანდერსონის ბავშვობის მოგონებებზე, 10 და-ძმასთან, გულკეთილ დედასთან და მოუხეშო ხასიათის, მაგრამ არანაკლებ გულკეთილ მამასთან ერთად. ანდერსონი ასევე დეტალურად იხსენებს თავის მძიმე ბავშვობას, რომელიც დაკავშირებულია მის ჭარბ წონასთან. „Fox“-ის ეთერში ტრიუმფთან ერთად სერიალმა „ცხოვრება ლუისთან ერთად“ ემის 2 ჯილდო მოიპოვა.

ლუი ანდერსონი ათწლეულების განმავლობაში მრავალ სატელევიზიო გადაცემაშიც იღებდა მონაწილეობას და ცნობილი შოუს, სახელად „Family Feud“, წამყვანიც იყო 1999-2002 წლებში.[3] ასევე ჰქონდა საკუთარი სიტკომი. 2016 წლიდან იგი მონაწილეობდა სერიალ „Baskets“-ში, სადაც ქალის როლი ისე შთამბეჭდავად შეასრულა, რომ ემის ჯილდო დაიმსახურა.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. A Real-Life Family Feud, Talk Show Host Repairs Family Ties (ინგლისური)
  2. He’s Getting Laughs All Over TV, and Louie Anderson Has Only Just Begun to Throw His Weight Around : People.com დაარქივებული 2016-04-26 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
  3. 3.0 3.1 „ლუი ანდერსონი კიბოს დიაგნოზით საავადმყოფოში სამკურნალოდ გადაიყვანეს“. On.ge. 19 იანვარი, 2022. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. Patten, Dominic (21 იანვარი, 2022). „Louie Anderson Dies: Comedian & Emmy Winner Was 68“. Deadline. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. 5.0 5.1 „ლუი ანდერსონი გარდაიცვალა“. On.ge. 21 იანვარი, 2022. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)