შინაარსზე გადასვლა

ლუის კრიუგერი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუის კრიუგერი
დაბ. თარიღი 21 სექტემბერი, 1857(1857-09-21)
დაბ. ადგილი ელცე
გარდ. თარიღი 1 ივნისი, 1923(1923-06-01)[1] (65 წლის)
გარდ. ადგილი ელცე
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა გეოდეზისტი და მათემატიკოსი

იოჰან ჰაინრიხ ლუის კრიუგერი (გერმ. Louis Krüger; დ. 21 სექტემბერი 1857 — გ. 1 ივნისი 1923) — გერმანელი მათემატიკოსი და გეოდეზისტი. 1917–22 წლებში პრუსიის გეოდეზიის ინსტიტუტის დირექტორი. 1884 წლიდან მუშაობდა პრუსიის სამეფო გეოდეზიის ინსტიტუტში ჯერ ასისტენტის, ხოლო შემდეგ პროფესორის თანამდებობაზე. განავითარა კარლ ფრიდრიხ გაუსის იდეები. 1912 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი: „დედამიწის ელიფსოიდის კონფორმული გამოსახულება სიბრტყეზე“, რომელიც ერთ-ერთი ფუძემდებლური ნაშრომი გახდა გაუს-კრიუგერის პროექციის შექმნის თვალსაზრისით.[2][3]

  1. https://www.deutsche-biographie.de/sfz46301.html
  2. Krüger, Johann Heinrich Louis nell'Enciclopedia Treccani. Treccani.it. ციტირების თარიღი: 2016-08-22
  3. Krüger, Louis (1912). „Konforme Abbildung des Erdellipsoids in der Ebene“. Bib.gfz-potsdam.de. doi:10.2312/GFZ.b103-krueger28. ციტირების თარიღი: 2016-08-22. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)