ლუბოვ რებანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუბოვ რებანე
დაბ. თარიღი 6 სექტემბერი 1929(1929-09-06)
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდ. თარიღი 13 ივნისი 1991(1991-06-13) (61 წლის)
მოქალაქეობა Flag of Estonia.svg ესტონეთი
სამეცნიერო სფერო condensed matter physics
მუშაობის ადგილი National Institute of Chemical Physics and Biophysics
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია

ლუბოვ რებანე (ესტ. Ljubov Rebane; დ. 6 სექტემბერი, 1929, ლენინგრადი — გ. 13 ივნისი, 1991, ტალინი) — ესტონელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუბოვ ალექსანდრეს ასული რებანე (ქალიშვილობის გვარი შაგლოვა) დაიბადა 1929 წლის 6 სექტემბერს, ლენინგრადში. ლუბოვის მამა იყო ლენინგრადის უნივერსიტეტის პროფესორი ქიმიაში. მან დედა თორმეტი წლის ასაკში დაკარგა. ახალგაზრდა გოგონას მეცნიერებისადმი ინტერესმი მამამ გაუღვიძა. 1951 წელს მან დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. მისი სპეციალობა იყო მოლეკულური ფიზიკა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ სამი წელიწადის განმავლობაში ლუბოვი მუშაობდა მასწავლებლად ლენინგრადის საშუალო სკოლაში. 1955 წელს იგი მიწვეულ იყო ტარტუს უნივერსიტეტის ზოგადი ფიზიკის კათედრის ასისტენტის პოზიციაზე. 1957 წელს ლუბოვი შევიდა ასპირანტურაში, ხოლო 1962 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ამავე წელს იგი გათხოვდა ფიზიკის პროფესორ კარლ რებანეზე, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირში შევიდა როგორც ლუბოვ რებანე. 1973 წელს რებანემ ლენინგრადის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დაიცვა ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა ხარისხი.

რებანეს ოჯახი იყო ფიზიკოსების ოჯახი: მისი მეუღლე, ფიზიკოსი კარლ რებანე იყო ესტონეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აგრეთვე სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; მისი ქალიშვილი ინა იყო თეორეტიკოსი და ფიზიკოს-მათემატიკოსი; მისი ვაჟიშვილი, ალექსანდრე იყო ექსპერიმენტატორი ფიზიკოსი, აგრეთვე ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარტუს უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში რებანე ატარებდა ლაბორატორიული პრაქტირუმებს და სემინარული მეცადინეობებს. იგი იყო პირველი, ვინც რუსულ ენაზე შეადგინა ფიზიკის სახელმძღვანელო პრაქტიკუმში. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში რებანემ შეისწავლა მინარევის მაღალი კონცენტრაციის მქონე აქტივიზებული კრისტალების გამოსხივების სპექტრებისა და კვანტური გამოსვლების ცვლილებები.

ლუბოვ რებანესათვის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი სამეცნიერო მოღვაწეობაში დაიწყო ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიაში, სადაც მისი მეუღლე მუშაობდა. იქ ფიზიკისა და ასტრონომიის ინსტიტუტში დაინტერესდა ტუტე ჰალოიდების კრუსტალურ მატრიცებში 2 ტიპის მარტივი მოლეკულური იონების სპექტროსკოპიული თვისებებით. აღნიშნულ ინსტიტუტში თხევადი ჰელიუმის უქონლობის გამო რებანემ პირველი ექსპერიმენტი დაბალ ტემპერატურაზე ჩაატარა ლენინგრადის უნივერსიტეტის ფიზიკა-ტექნიკის გროსის ლაბორატორიაში. შედეგად მიიღო სპექტრები, რომლებსაც ქონდათ მდიდარი, ნაზი სტრუქტურა. აგრეთვე შესწავლილ იყო მრავალი ორ და სამატომიანი ანიონის სპექტრი. ამ სამუშაოთა მნიშვნელობა კრისტალთა სპექტროსკოპიაში გამოიხატა გადასვლების მინერალური მოლეკულების არსებობით.

ლუბოვ რებანე არის ესტონეთის სს რესპუბლიკაში პირველი მეცნიერი ქალი, რომელიც დოქტორის ხარისხს ეზიარა.

რებანეს და მისი მოწავეეფის შემდგომი გამოკვლევები მიმართული იყო მარტივ მინარევებთან მოლეკულებში ელექტრომაგნიტორულ-რხევითი ურთიერთობის თავისებურებათა შესწავლისაკენ. მათ კრისტალების ლოკანური დინამიკის საკითხები განავითარეს მინარევული კრისტალების სინათლის კონბინაციური გაბნევის საკითხების შესწავლის პროცესში (1973-1977). ამასთანავე შესწავლილ იყო ერთგვაროვანი სიგანის უფონონო ხაზების გამოყოფა არაერთგვაროვანი კონტურიდან, რამაც რებენეს საშუალება მისცა გამოეკვლია რხევითი ურთიერთქმედება ფონონებთან. 1973 წელს ზემოთხსენებული კვლევიდან გამოიტანეს შემდეგი დასკვნა: ძირითადი ნაწილი ამ ურთიერთქმედებისა მოდის დაბალსიხშირულ კვაზილოკალურ რხევაზე. ეს დასკვნა დამტკიცდა მოგვიანებით, ელექტრონულ-ფონონური რთული ორგანილი მოლეკულების ურთიერთქმედების შესწავლის დროს.

ბოლო წლებში რებანე თანამშრომლებთან ერთად იკვლევდა სინათლის კომბინაციური გაბნევის მეთოდით კრისტალური გისოსის დინამიკას და ფაზურ გარდაქმნებს.

ლუბოვ ალექსანდრეს ასული რებანე გარდაიცვალა გარდაიცვალა 1991 წლის 13 ივნისს, ტალინში, 62 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 165-168, თბ., 1988.