ქილების ხეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქილების ხეობის პირველი მოედანი

ქილების ხეობა — ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლების მოედნების ჯგუფი ლაოსში, სიანგხუანგის პროვინციაში. ქილების ხეობაში მდებარეობს ათასი დიდი ქვის ქილა, რომელიც მიმოფანტულია ანამის ქედის მთისწინეთში, რომელიც ერთმანეთისაგან გამოჰყოფს ლაოსსა და ვიეტნამს.

ქილების ზომები იწყება ნახევარი მეტრიდან და ყველაზე დიდის სიმაღლეა სამი მეტრი. ისინი გადაფენილია 6 000 კილომეტრზე, ხოლო მათი ასაკია 1 500 - 2 000 წელი. ამ ეტაპზე იუნესკო განიხილავს მისთვის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების საკითხს. სიტუაციას ართულებს ის, რომ სიანგხუანგის პროვინცია 1970-იან წლებში ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებმა დაბომბეს ე. წ. საიდუმლო ომის დროს. ამის გამო ტერიტორიის უდიდესი ნაწილი არასაიმედოა ტურისტებისთვის.

ლეგენდები და ადგილობრივი ისტორიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიაოს ტომის გოგონები ქილების ხეობაში, პირველი მოედანი

არქეოლოგების აზრით, ქვის ქილები გამოიყენებოდა 1 500- 2 000 წლის წინ ძველი ხალხების მიერ, რომლებიც ცოვრობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რომლის კულტურაც სრულიად უცნობი რჩება. მასალები თარიღდება ძვ. წ. 500 - ახ. წ. 800 წლებით (სავარაუდოდ სან-ჰიუინის არქეოლოგიური კულტურა). ანთროპოლოგები და ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ქვის ქილები შესაძლებელია გამოიყენებოდა როგორც დასაკრძალ ურნებად, ისე წყლის შესანახად.

ლაოსური ლეგენდები მოგვითხრობენ, რომ ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ გოლიათები. სხვა ლეგენდები მოგვითხრობენ, რომ მეფე კჰუნგ-ჩინგმა მტრებზე გამარჯვება მოიპოვა და ბრძანა დაემზავებინათ ქილები ბრინჯის ღვინოს ლაო ლაოს დასამზადებლად.

პირველი არქეოლოგიური კვლევა ჩატარდა 1930 წელს ფრანგი მადლენ კოანის მიერ. მან ხეობის ტერიტორიაზე აღმოაჩინა მღვიმე საფლავებით და ფერფლი.

ლაოსის სამოქალაქო ომის პერიოდში ამერიკელებმა მასობრივი დაბომბვის შედეგად დაანგრიეს მღვიმე, ხეობაში დიდი რაოდენობით დარჩა გაუნაღმავი ჭურვი. სიანგხუანგის პროვინციის დედაქალაქიც ასევე განადგურდა დაბომბვის შედეგად და ლაოსელებმა დედაქალაქი გადაიტანეს ქალაქ ფხონსავანში. ომის შემდეგ ხეობის გამოკვლევა შეიზღუდა ტერიტორიაზე არსებული გაუნაღმავი ჭურვების დიდი რაოდენობის გამო. მათი გაუვნებელყოფა დღემდე არ დასრულებულა.

ქილების მოედნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქილების ხეობის მესამე მოედანი

ხეობის ტერიტორიაზე მდებარეობს ქილების დაახლოებით 60 მოედანი, რომელთა უდიდესი ნაწილი მდებარეობს სიანგჰუანგის პროვინციაში. მსგავსი მოედნები ასევე გვხვდება ტაილანდისა და ჩრდილოეთ ინდოეთის ტერიტორიაზე. ინდოეთში ასევე აღმოჩენილია მსგავსი სამარხებიც. ქილების მოედანი გადაჭიმულია ერთი ხაზის გასწვრივ, რომელიც გულისხმობს უძველესი სავაჭრო მარშრუტის არსებობას, რომელსაც ემსახურებოდა ქილების მოედანი.

ქილების ზომებია ნახევარი მეტრიდან სამ მეტრამდე, ფორმა - მართკუთხა ან მრგვალი. აღმოჩენილია ასევე მრგვალი ფირფიტები, რომელიც ალბათ გამოიყენებოდა სახურავებად. მასალა - კლდის ქვა, გრანიტი და ქვიშაქვა.

ქილების ყველაზე დიდი ჯგუფი მდებარეობს ქალაქ ფხონსავანის მახლობლად და ეწოდება პირველი მოედანი, იგი მოიცავს სხვადასხვა ზომის 250 ქილას. რადგან ქილებს შორის ჯერ კიდევ აუმოქმედებელი ჭურვებია, მხოლოდ სამი მოედანია ვიზიტორებისათვის ხელმისაწვდომი, დანარჩენი მოედნები ითვლება სახიფათოდ.

კოლანის მიერ აღმოჩენილმა ძვლებმა,ინსტრუმენტებმა, ვერცხლის საგნებმა, მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ისინი გამოიყენებოდა დასაკრძალავად.

ქილების გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადლენ კოლანმა ასევე აღმოაჩინა ღუმელების კვალი და ვარაუდობდნენ, რომ ქილები დაკრძალვის რიტუალებისთვის იყო გამოყენებული.

სხვა მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ქილები გამოიყენებოდა პროდუქტების შესანახად.

ასევე გავრცელებულია მოსაზრება, რომ ქილები გამოიყენებოდა წყლის შესაგროვებლად, რათა უზრუნველეყო სავაჭრო ქარავნები.

თანამედროვე სიტუაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაოსელები ცდილობენ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მიღებას. ჭურვებისგან ხეობის გაწმენდა მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის.

ნაღმებიდან ხეობის გაწმენდა 2004 წლიდან დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციამ Mines Advisory Group-მა. 2005 წლის მონაცემებით მათ გაასუფთავეს მნიშვნელოვანი ნაწილი. ამჟამად მათი მოღვაწეობა შეჩერებულია.

ლაოსის ინფორმაციისა და კულტურის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობდა ავსტრალიის უნივერსიტეტების მხარდაჭერით ქილების ხეობის შესწავლაში. მნიშვნელოვანი კვლევები ჩაატარა ბელგიელმა არქეოლოგმა ჯულია ვან დენ ბერგმა, რომელმაც ხეობაში ოთხი წელი გაატარა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bounmy Thepsimuong The Plain of Jars // A Guide Book. — Vientiane, 2004.
  • Karen J. Coates Plain of Jars // Archaeology magazine. — July/August, 2005.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]