ლონდა სამსონიძე
იერსახე
ლონდა სამსონიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 თებერვალი, 1945 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია |
ლონდა სამსონიძე (დ. 15 თებერვალი, 1945, თბილისი — გ. 29 მაისი, 2000) — ქართველი მუსიკოსი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნემ პიანისტი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1968 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საფორტეპიანო).
იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1998 წლიდან პროფესორი, 1991-1999 წლებშ პრორექტორი;
საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1978 წელს „მუსიკის განცდის განვითარების თავისებურებათა ზოგიერთი ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებანი“. სადოქტორო დისერტაციის თემა — დაიცვა 1995 წელს „მუსიკალური აზროვნების განვითარების საწყისები“.
ორგანიზაციის წევრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1998-2000)
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1996 — ღირსების მედალი
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუსიკის ფსიქოლოგია : ლექციები მუსიკოს-პედაგოგების, სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის (ავტორი), თბ., ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია, 2012, გვ. 136 — ISBN: 9789941919756
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2015, გვ. 418
- წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: ყიფიანი თ., (რედ.), გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2000, გვ. 395
- საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ჯაფარიძე ი., თბ., 2012, გვ. 586