ლი მორგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლი მორგანი
Lee Morgan (1959).jpg
ლი მორგანი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ედვარდ ლი მორგანი[1]
დაიბადა 10 ივლისი, 1938
ფილადელფია, პენსილვანია, ამერიკის შეერთებული შტატები
გარდაიცვალა 19 თებერვალი, 1972 (33 წლის)
ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, ამერიკის შეერთებული შტატები
ჟანრ(ებ)ი ჯაზი, ბიბოპი
საქმიანობა მესაყვირე, კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი საყვირი, Flugelhorn
აქტიური 1956-1972
ლეიბლ(ებ)ი Vee-Jay Records, Blue Note Records
ასოციაციები ჯონ კოლტრეინი, დიზი გილესპი, არტ ბლეიკი,

ედვარდ ლი მორგანი (დ. 10 ივლისი, 1938 — გ. 19 თებერვალი, 1972) — ამერიკელი მესაყვირე.[2][3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედვარდ ლი მორგანი დაიბადა ფილადელფიაში 1938 წლის 10 ივლისს. იგი ოტო რიკარდოსა და ნეთი ბიატრიჩეს მეოთხე შვილია. ლი მორგანი კომპოზიტორისა და მესაყვირის საქმიანობას 1956 წლიდან 1972 წლის თებერვლამდე ეწეოდა, გარდაცვალებამდე. თავდაპირველად ის ვიბრაფონით დაინტერესდა, რაც თანდათან საყვირის სიყვარულში გადაეზარდა. მორგანი საქსაფონსაც დაეუფლა, თუმცა კარიერა მესაყვირედ გააგრძელა. პირველად ედვარდს საყვირთან როდის ჰქონდა შეხება, რთული სათქმელია, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ მეცამეტე დაბადების დღის წვეულებაზე მას დამ, ერნესტინამ, საყვირი აჩუქა. ედვარდის პირველ მასწავლებლად კლიფორდ ბრაუნი მოიაზრება. 18 წლის ასაკში იგი უკვე დიზი გილისპის ბენდში ჩაეწერა, სადაც წელიწად-ნახევარი დაყო. 1958 წელს კი ეკონომიკური პრობლემების გამო დიზის ბენდის დაშლა მოუხდა.

ლი მორგანმა 1956 წელს blue note records-თან დაიწყო თანამშრომლობა და 25 ალბომი ჩაწერა. ამ რაოდენობით იგი უსწრებს ყველა სხვა მუსიკოსს, რომელსაც მოცემულ კომპანიასთან უთანამშრომლია. მან ასევე იმუშავა Vee-Jay-თან და ერთი ალბომი Riverside Records-ისთვისაც ჩაწერა.

ედვარდი გვევლინება ჰენკ მობლის რამდენიმე ჩანაწერში, როგორც დამხმარე მესაყვირე, ხოლო ჯონ კოლტრეინის Blue Train-ში (1957) სწორედ ის ასრულებს მესაყვირის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ პარტიას.

1958 წელს ლი მორგანი არტ ბლეიკის ჯაზ ჯაზბენდს შეუერთდა და მათთან ერთად არაერთ ტურნეში მიიღო მონაწილეობა. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა ისეთი მნიშვნელოვანი ალბომის ჩაწერაში, როგორიცაა "moanin", ხოლო მოგვიანებით, როდესაც ბენდი ბენი გოლსონმა დატოვა და იგი უეინ შორტერმა ჩაანაცვლა (უეინი ბლეიკმა ლი მორგანის ინიციატივით მიიღო) არტ ბლეიკის ჯაზბენდმა მორიგი მნიშვნელოვანი ალბომი ჩაწერა, სახელწოდებით "The Freedom Rider", რაშიც ედვარდსაც დიდი წვლილი მიუძღვის. ნარკოტიკთან დაკავშირებული პრობლემების გამო 1961 წელს მორგანს ჯგუფის დატოვება მოუხდა და ფილადელფიას მიაშურა. ნარკოტიკების მოხმარებამ საგრძნობლად დააბრკოლა მისი კარიერული წინსვლა.

ნიუ-იორკში დაბრუნებულმა ედვარდ ლი მორგანმა 1963 წელს ჩაწერა "The Sidewinder", რამაც უდიდესი კომერციული წარმატება მოუტანა. სიმღერამ 1964 წელს პოპ ჩარტები დაიპყრო და chrysler-ის სატელევიზიო რეკლამის ბექგრაუნდადაც აჟღერდა. 1964 წელს ჯაზ მუსიკოსმა ჩაწერა მორიგი წარმატებული ალბომი, სახელწოდებით "Search for the New Land", რომელმაც R&B ჩარტების საუკეთესო ოცეულში დაიმკვიდრა ადგილი. ამავე წელს იგი კვლავ შეურთდა თავის ყოფილ ჯგუფს Jazz Messengers-ს. 70-იანი წლების დასაწყისში კი მუსიკოსი პოლიტიკურად აქტიურიც გახდა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორგანს 1972 წლის 19 თებერვალს ესროლეს დილით, ნიუ-იორკურ ჯაზ-კლუბში ბენდთან ერთად ყოფნისას, პირდაპირ სცენაზე.[4] მას ყოფილმა ცოლმა, ელენ მურმა ესროლა. მართალია, ჭრილობა თავისთავად სასიკვდილო არ იყო, მაგრამ სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით გამოცხადდა, როდესაც ედვარდი უკვე სისხლისგან იყო დაცლილი. სასწრაფოს დაგვიანების მიზეზი კი ძლიერი თოვლის გამო გართულებული მოძრაობა გახდა. ამ დროისთვის მორგანი მხოლოდ 33 წლის იყო.[4] მკვლელი დააკავეს, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ პირობით გაათავისუფლეს.[5] სასჯელის მოხდის შემდეგ ელენი მშობლიურ ჩრდილო კაროლინაში გაემგზავრა, სადაც 1996 წლამდე იცხოვრა, სანამ გულის პრობლემების გამო არ გარდაიცვალა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. NNDB
  2. Allmusic.com
  3. McMillan, J.S., (2008). DelightfuLee: the life and music of Lee Morgan, University of Michigan Press, p.1
  4. 4.0 4.1 Tobler, John (1990). NME Rock 'N' Roll Years, 1st, London: Reed International Books Ltd, გვ. 235. CN 5585. 
  5. Thomas, Larry Reni. The Lady Who Shot Lee Morgan (1996)