Exo (ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Exo
Exo monster 160618 suwon.png
ჯგუფი 2016 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა სეული, სამხრეთი კორეა
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 2012–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
საიტი Exo
წევრები
  • შიუმინი
  • სუჰო
  • ლეი
  • ბექჰიონი
  • ჩენი
  • ჩანიოლი
  • დიო
  • ქაი
  • სეჰუნი
ყოფილი წევრები
  • ლუჰანი
  • კრისი
  • ტაო

Exo (კორ. 엑소?, ექსო, სტილიზებული, როგორც EXO) — სამხრეთ-კორეული-ჩინური ბოიბენდი, ჩამოყალიბებული 2012 წელს, სეულში (სამხრეთი კორეა), მუსიკალური სტუდია SM Entertainment-ის მიერ. თავდაპირველად ჯგუფში შედიოდა 12 წევრი. სახელწოდება აღებულია ტერმინიდან „ეგზოპლანეტა“.

ჯგუფის დებიუტი შედგა 2012 წლის 8 აპრილს, სადებიუტო სინგლით „Mama“. დღესდღეობით გამოშვებულია მათი 3 სტუდიური ალბომი, 1 საკონცერტო ალბომი და 20 სინგლი.

2012 წელს ჯგუფმა რამდენიმე ჯილდო მიიღო, შემდგომში კი ათზე მეტ დიდ კონკურსში გაიმარჯვა. 2013 წელს ჯგუფი გამოდიოდა ყაზანში (რუსეთი), საზაფხულო უნივერსიდის დახურვაზე. იმავე წლის შემოდგომაზე არხმა „MBC Every1“ გამოუშვა სპეციალური ტელესერიალი „Exo's Showtime.“ მიუხედავად 12 ეპიზოდის გამოცემისა, ტელესერიალის რეიტინგი დაბალი აღმოჩნდა.

ჯგუფის პირველი ალბომი XOXO გაიყიდა მილიონზე მეტი ასლის ოდენობით, რაც 12 წლის განმავლობაში კორეაში პირველი რეკორდი იყო[1].

ქვე-ჯგუფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

EXO-CBX[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის 5 ოქტომბერს S.M. Entertainment-მა დაანონსა Exo-ს პირველი ქვე-ჯგუფი, შემდგარი სამი წევრისგან: ჩენი, ბექჰიონი და შიუმინი. მათ გამოუშვეს OST დრამა SBS „Moon Lovers: Koryeo-სთვის“. 24 ოქტომბერს გამოაცხადეს ჯგუფის სახელი EXO-CBX (მონაწილეთა სახელების პირველ ასოთა მიხედვით). ქვე-ჯგუფმა გამოუშვა სადებიუტო მინი-ალბომი „Hey Mama!“ და კლიპი იმავე სახელის სინგლისთის 31 ოქტომბერს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელი: განათლება და დებიუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Exo 2012.jpg

2011 წლის დეკემბერს SM Entertainment-მა გამოაცხადა ახალი ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ სახელწოდებით Exo. იქედან მოყოლებული SM Entertainment-მა წარმოადგინა ЕХО-ს წევრები, თიზერ ვიდეოების გამოშვებით, ხოლო 2012 წლის 7 მარტს ცნობილი გახდა ჯგუფის სრული შემადგენლობა.

ჯგუფი Exo იყოფა ორ ქვეჯგუფად: Exo-K (K-pop) და Exo-M (Mandarin-pop). პირველში შემსრულებლები მღერიან კორეულად, ხოლო მეორე გათვალისწინებულია ჩინეთში მოღვაწეობისთვის.

ჯგუფის მთავარი იდეა: ყოველ ტრეკს, სინგლს, ჯგუფის ვიდეოს ექნება ორი ვერსია, შესაბამისად ჩინურ და კორეულ ენებზე. 2012 წელს ЕХО-მ გამოუშვა ორი კლიპი სიმღერაზე „MAMA“ და „History“.

25 მარტს SM Entertainment-მა თავის ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა თიზერ-ვიდეო ჯგუფის სადებიუტო შოუს „Exo-SHOWCASE“. შოუ ჩატარდა 31 მარტს კორეაში (ЕХО-К-სთვის) და პირველ აპრილს ჩინეთში (ЕХО-М-სთვის). საბოლოო ჯამში შოუს ესწრებოდა დაახლოებით 8000 მაყურებელი.

„SHOWCASE“ — წარმოადგენს თავის მხრივ ჯგუფის პატარა კონცერტს, რომლის დროსაც, გარდა საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების გამოხატვისა, მონაწილეები ყვებიან საკუთარ თავზე და პასუხობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის კითხვებს. „SHOWCASE“ — გახდა ცნობილი შოუ დებიუტის მქონე ჯგუფებში 2012 წლიდან.

ჯგუფის ოფიციალური სადებიუტო რიცხვია — 8 აპრილი. 8 აპრილს ჩატარდა ჯგუფების ოფიციალური წარდგენა, როგორც იყო დაპირებული, ერთი და იგივე დღეს ორივე ქვეყანაში. Exo-K გამოდიოდა SBS არხის მუსიკალურ შოუზე „Inkigayo“, იმ დროს როდესაც ЕХО-М-მა ჩაატარა თავიანთი გამოსვლა ჩინეთში კინო-ფესტივალზე. ჯგუფის სადებიუტო სინგლით — „MAMA“.

ჯგუფის ოფიციალურ მუსიკალურ სცენაზე ასვლამდე 1 დღით ადრე, SM Entertainment-მა გამოუშვა კლიპები სადებიუტო სინგლზე. ხოლო 9 აპრილს გამოვიდა ჯგუფის მინი-ალბომი „МАМА“ (ორ ვერსიაზე).

პრომოუშენის დასასრულს ჯგუფი გაემგზავრა სტუდიის საერთო ტურნეზე სახელწოდებით SMTown.

2013 წელი: პირველი ალბომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Korea President Park KPOP cONCERT 20130628 07.jpg

დებიუტის შემდეგ ერთ წელიწადში ჯგუფი ბრუნდება მუსიკალურ სცენაზე პირველი სრულფორმატიანი ალბომით. ალბომმა მიიღო სახელწოდება „XOXO ~Kiss&Hug~“. ისევე როგორც წინა ალბომი ის შედგება ორი ნაწილისგან: „XOXO — Kiss“ Exo-K ქვეჯგუფისთვის და „XOXO — Hug“ Exo-M ქვეჯგუფისთვის.

ახალი სიმღერების გარდა, ალბომში შევიდა ორი სინგლი: „My Lady“, და „Baby, Don’t Cry“, რომლის მოსმენაც მაყურებელს შეეძლო ჯგუფის სადებიუტო თიზერ-ვიდეოებიდან. ალბომის მთავარი სიმღერა გახდა „Wolf“ ( ჰიპ-ჰოპისა და დაბსთეფის შერეულ სტილში, ძლიერი ბიტით), რომელზეც წარმოდგენილი იყო კლიპი. მთავარი სიმღერის კონცეპტიდან გამომდინარე, Exo / Exo-K & Exo-M ხალხის წინაშე გამოჩნდა როგორც ადამიანი-მგლები.

„Wolf“ წინ წაწევით ჯგუფს შესაძელებლობა მიეცა მიეღო პირველი ჯილდოები: 14 ივნისს მუსიკალურ შოუზე «Music Bank» და შემდეგზე უკვე მუსიკალურ შოუზე „Show! Music Core“. დებიუტის შემდეგ ზუსტად ერთ წელიწადში ექსომ აიღო ჯილდო და დაამტკიცა რომ ისინი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოები არიან დამწყებ ჯგუფებთაგან.

5 აგვისტოს შედგა გადაფორმატირებული ალბომის რელიზი. მთავარი სიმღერა გახდა „Growl“, რომლისთვისაც ჯგუფმა კლიპი წარადგინა. „Growl“-ის პრომოუშენით ჯგუფმა შეძლო 12 ჯილდოს აგროვება მუსიკალურ შოუებზე, მათ შორის Triple Crown „Show Champion“-სა და „Inkigayo“-ზე.

5 სექტემბერს სრულფორმატულმა ალბომმა Exo „XOXO (Kiss&Hug)“ დაამყარა ახალი რეკორდი, გაიყიდა 740,000 ასლი გამოსვლიდან სულ რაღაც 3 თვის შემდეგ!

3 სექტემბრიდან KST, Exo გაყიდეს 424,260 ასლი თავიანთი ალბომის 'XOXO', რომელიც გამოშვებული იყო 3 ივნისს და 312 899 ასლის გადამუშავების გამოშვებით აგვისტოში, რომელმაც საშუალო რაოდენობით 737 159 გაყიდული ასლი შეადგინა!

S.M. Entertainment-მა განაცხადა: „კორეის მუსიკალური ინდუსტრიის თანახმად, Exo — პირველი არტისტია, რომლებმაც შეძლეს დაემყარებინათ რეკორდი 700,000 ეგზემპლარის გაყიდვით (რეკორდი ნარჩუნდებოდა 2012 წლამდე)“

15 ივლისს ჯგუფმა წარადგინა დრამა-კლიპის პირველი ეპიზოდი, 4 სექტემბერს გამოვიდა მეორე. მაყურებელი ნახავს მთელ სერიალს ჯგუფის წევრების მონაწილეობით, თანხმლებ მუსიკას წარმოადგენს ალბომების მუსიკა (პირველის და გადაფორმატებულის). ისევე, როგორც კლიპები, სერიალი წარმოადგენს ორ ვერსიას კორეული და ჩინური ბაზებისთვის.

ასეთი წარმატებული წლის დასასრულს, 9 დეკემბერს ჯგუფმა წარმოადგინა ზამთრის მინი ალბომი „Miracles in December“. 5 დეკემბერს ჯგუფმა გამოუშვა იმავე სახელწოდების მუსიკალური ვიდეო, რომლის ჩაწერაში მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფის Exo-ს ვოკალისტები, ხოლო დანარჩენი ტრეკების ჩაწერაში ყველა მონაწილეობდა.

2014 წელი: Overdose ერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის დაბრუნება მეორე მინი-ალბომით „Overdose“ დაგეგმილი იყო 2014 წლის 15 აპრილისთვის, საბორნე გემის ტრაგედიის გამო ჯგუფის ქამბექი მხოლოდ 7 მაისს ჩატარდა.

15 მაისს 2014 წელს წევრმა და Exo-M ქვეჯგუფის ლიდერმა კრისმა (ვუ იფანი) სარჩელი შეიტანა კონკრაქტის გაუქმებისთვის. დღევანდელ დრომდე კონტრაქთან პრობლემა არ არის მოგვარებული და იაფანი სოლო მოღვაწეობით არის დაკავებული.

23 მაისიდან 25-მდე Exo-მ თავისი პირველი სოლო კონცერტი ჩაატარა — Exo From Exo Planet #1 — The Lost Planet. ამ პროგრამით ბიჭები ოქტომბრამდე გამოდიოდნენ და ატარებდნენ კონცერტებს სხვადასხვა ქვეყნებში.

4 აგვისტოს 2014 SM Entertainment-მა ოფიციალურად გამოაცხადა Exo-ს ფანდომის სახელი — Exo-L. L ნიშნავს „Love“ (სიყვარული). ასევე L — არის ასო რომელიც მდებარეობს К-სა და М-ს შორის. ასო L წარმოადგენს ფანებს, რომლებიც ორივე ჯგუფს უჭერს მხარს: Exo-K და Exo-M. დამატებით ჯგუფმა შექმნა ოფიციალური საიტი. 2016 წლის 9 ივნისის ფარგლებში საიტის მომხმარებელთა რიცხვი მიახლოებით 3,6 მილიონ ადამიანს წარმოადგენს.

2014 წლის 10 ოქტომბერს Exo-M ქვეჯგუფის წევრმა ლუჰანმა (ლუ ჰან) სარჩელი შეიტანა კონკრაქტის გაუქმებაზე და დღესდღეობით ისიც სოლო კარიერითაა დაკავებული.

2015 წელი: მეორე ალბომი ExoDUS[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

EXO at 24th Seoul Music Awards 03.jpg

7, 8, 13, 14 და 15 მარტს სეულში ჩატარდა მეორე სოლო კონცერტი — Exo PLANET #2 — The Exo’luXion[2]. 27 მარტს ჩატარდა სრულფორმატირებული ალბომის „ExoDUS“ მთავარი სიმღერის წინარელიზი, 30 მარტს კი რელიზი. მთავარი სიმღერით ''Call Me Baby'' Exo-მ მოიპოვა 17 ჯილდო მუსიკალურ შოუებზე, რამაც მათივე რეკორდი დაამყარებინა.

16 აპრილს ჩინურ მედიაში გავრცელდა რომ ჯგუფი Exo-ს წევრი ტაო ტოვებს კომპანიას, თუმცა კომპანიამ უარყვო ეს ჭორები. მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე დღის შემდეგ ტაოს მამამ გამოაქვეყნა წერილი სადაც თხოვდა შვილს დაეტოვებინა SM, ამ ყველაფერს ხსნიდა იმით,რომ კომპანია არ უზრუნველყოფს ბიჭისთვის საჭირო მხარდაჭერას და ამით ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას. იმავე დღეს SM-მა გამოუშვა საპასუხო განცხადება, მტკიცებით, რომ მათ მიყავთ საუბარი ტაოს მამასთან. ტაოს მამის წერილის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები რეკორდულ მინიმუმადე დაეცა.

ტაომ ოფიციალურად დატოვა ჯგუფი ЕХО და დაიწყო სოლო კარიერა.

2 ივნისს Exo-მა გამოუშვა კლიპი ალბომი ExoDUS-ის მთავარ სიმღერაზე — Love Me Right, 3 ივნისს ალბომის რელიზი წარდგა. ქამბექი 9 წევრით ჩატარდა.

13 ივლისს გახდა ცნობილი,რომ სოლისტი ჰუანგ ზი ტაო[3] აპირებს გამოუშვას თავისი პირველი სოლო მინი-ალბომი.

24 აგვისტოს ტაომ ოფიციალურად შეიტანა სარჩელი სეულის ცენტრალურ სასამართლოში SM Entertainment-თან კონტრაქტის გასაუქმებლად და საბოლოოდ Exo-ს დასატოვებლად[4]. მისი კანონიერი წარმომადგენელი გახდა ის კაცი, რომელიც როგორც კრისის ისე ლუჰანის წარმომადგენელიცაა. კომპანია, თავის მხრივ აცხადებს, რომ თვითონაც შეიტანს სარჩელს და კანონის სხვა ხერხებს მიმართავს ტაოს არალეგალური მოღვაწეობის შესახებ როგორც კორეაში ისე ჩინეთში.

2016 წელი: მესამე ალბომი EX'ACT[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Exo-ს დისკოგრაფია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]