კიმ ჯონ ჰიუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
კიმ, ხოლო სახელი — ჯონ ჰიუნი.
კიმ ჯონ ჰიუნი
20170708 SMTOWN LIVE - 종현 '데자부' 4K 직캠.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი 김종현
დაბ. თარიღი 8 აპრილი, 1990
დაბ. ადგილი Hyehwa-dong, სეული, სამხრეთი კორეა
გარდ. თარიღი 17 დეკემბერი, 2017 (27 წლის)
გარდ. ადგილი Cheongdam-dong, სეული, სამხრეთი კორეა
საქმიანობა მომღერალი და კომპოზიტორი, რადიოწამყვანი, ავტორი
აქტიური 2008-2017
ჯილდოები MBC Entertainment Awards და Golden Disk Awards
ხელმოწერა Kim Jonghyun's Signature.svg
საიტი jonghyun.smtown.com
კიმ ჯონ ჰიუნი ვიკისაწყობში

კიმ ჯონ ჰიუნი (დ.8 აპრილი, 1990, კვანჯინგუ, სამხრეთი კორეა - გ.18 დეკემბერი, 2017, სეული, ცნობილი, როგორც ჯონ ჰიუნი) — სამხრეთ კორეელი მომღერალი და კომპოზიტორი, პროდიუსერი, რადიოწამყვანი და ავტორი. ბოიბენდ SHINee-ს მთავარი წევრი და პროექტ SM the Ballad-ის მონაწილე.

ჯონ ჰიუნის სოლო კარიერა 2015 წლის იანვარში დაიწყო, მინი ალბომის Base გამსვლის შემდეგ. მან Gaon Album Chart-სა და Billboard World Album Chart-ზე დიდ წარმატებას მიაღწია. იმავე წლის 17 სექტემბერს გამოვიდა მუსიკალური ნაკრები Story Op.1. 2016 წლის 24 მაისს გამოვიდა პირველი სტუდიური ალბომი She Is. მეორე კანრები Story Op.2 2017 წლის აპრილში გამოვიდა. მისი ბოლო ალბომი კი 2018 წლის 23 იანვარს გამოუშვეს, სახელად Poet | Artist.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005-14: დებიუტი კარიერაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Shinee (ჯგუფი).
ჯონჰიუნი Melon Music Awards-ზე, 2013 წელი

2005 წელს ჯონ ჰიუნი შემჩნეული იქნა S.M.Entertainment-ის აგენტების მიერ სასიმღერო ფესტივალზე, სადაც საკუტარ სკოლის ჯგუფთან ერთად გამოდიოდა[1]. 2008 წლის 25 მაისს მუსიკალუ შოუში Inkigayo შედგა მისი დებიუტი, როგორც SHINee-ს მთავარი ვოკალისტის. 2009 წლიდან მაინ დაიწყო მონაწილეობის მიღება სიმრერების წერაში. მისი პირველი სინგლი გახდა Juliette, რომელიც -ს მეოთხე კორეულ სინგლს წარმოადგენდა მეორე მინიალბომიდან Romeo. შთაგონების წყაროდ რომეო და ჯულიეტა იქცა, ჯონჰიუნის თქმით მას უნდოდა დაეწერა რომანტიკული ისტორია, რომელიც ყველას დააინტერესებდა და ასევე თითოეული ადამიანი შეძლებდა მასთან საკუტარი თავის დაკავშირებას.

2010 წელს ჯონ ჰიუნი გახდა ერთ-ერთი იმ ოცი აიდოლიდან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სიმღერის Let’s Go ჩაწერაში, რომელიც დიდი ოცეულის სამიტისთვის შეიქმნა. მის გარდა ასევე მონაწილეობდნენ: ლი სონ მინი Super Junior-დან, სო ჰიუნი Girls’ Generation-დან და ლუნა F(x)-დან. 29 ნოემბერს გამოვიდა პროექტ SM the Ballad-ის მინიალბომი Miss You, რომელში ასევე მონაწილეობდნენ: ჩო კიუ ჰიუნი Super Junior-დან და Pentagon.

2011 წლის ივნისში მან მონაწილეობა მიიღო შოუ უკვდავი სიმღერის მეორე სეზონში, რომელში აიდოლები ასრულებენ სხვა სიმღერების საკუთარ ვერსიას. მან მოიგო პირველი ტური, თუმცა მას მას შოუს დატოვება მოუწია გადატვირთული გრაფიკის გამო. შოუმ მაყურებლის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებიც მონაწილეთა გაგდების მეთოდს ზედმეტად მკაცრად მიიჩნევდნენ.

2013 წლის ოქოტომბერში შედგა ჯონჰიუნის საკომპოზიტორო დებიური, ნამუშევრით A Gloomy Clock ლი ჩინ ინის ალბომისთვის Modern Times. სიმღერა, რომელიც ჯონ ჰიუნმა აიუს მისცა, როგორც მეგობარს, დაწერილი იყო მათ მიერ და საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც დუეტი. დეკემბერში სონ დამბმა გამოუშვა სინგლი Red Candle, რომელიც ასევე ჯონ ჰიუნის მიერ იყო დაწერილი.

2014 წლის 4 თებერვალს ოთხი წლის პაუზის შემდეგ SM the Ballad განახლებული შემადგენლობით კვლავ დაბრუნდა[2]. პირველ მონაწილეთაგან მხოლოდ ჯონ ჰიუნი იყო დარჩენილი. ის მონაწილეობდა სიმღერაში Breathe, რომელშიც თეიონიც მონაწილეობდა. ამავე წლის ივლისში ჯონ ჰიონი მაყურებლის წინაშე რადიოწამყვანის ამპლუაშ წარსდგა, გადაცემაში ლურჯი ღამე. მან შეცვალა ჩუნ იო პა, რომელსაც გადაცემა სამი წლის განმავლობაში მიყავდა. 18 აგივსტოს გამოვიდა ტეიონის მინიალბომი, რომელში ჯონ ჰიუნი წარსდგა, როგორც ავტორი და კომპოზიტორი სიმღერისა Pretty Boy[3].

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის დეკემბერში ჯონ ჰიუნმა რამდენიმე დღით სეულის სამხრეთ რაიონში იქირავა აპარტამენტი[4]. ის დარეგსტრირდა 18 დეკემბრის 12:00-ზე, კორეის დროით. მოგვიანებით, 16:42-ზე სამაშველო სამსახურში ჯონ ჰიუნის დის, სოდამის ზარი შევიდა, სადაც მან განაცხადა, რომ ჯო ჰიუნი თვითმკვლელობას გაგმავდა. მან KakaoTalk-ზე შეტყობინება მიიღო შემდეგი სიტყვებით - ბოლო გამომშვიდობება და მითხარი, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთე. ბოლოჯერ ჯონ ჰიუნი აპარტამენტთან მდებარე მაღაზიაში ნახეს[5].

ჯონ ჰიუნი აღოჩენილ იქნა პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მიერ 18:10-ზე. ის მალევე გადაიყვანეს კონკუკის უნივერსიტეტის საავადმყოფოში - გულის გაჩერებით. მან სასწრაფო სამედიცინო დახმარება მიიღო, თუმცა ის გონს არ მოდიოდა. რის შედეგადაც მისი სიკვდილის დროდ 18:32 დადგინდა 27 წლის ასაკში[6]. გამომძიებლები ირწმუნებიან, რომ სიკვდილის მიზეზი ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა გადა. პოლიციამ განაცხადა, რომ გვამის გაკვეთა არ მოხდებოდა, რადგანაც გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა გახდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. SHINee's Jonghyun dies in apparent suicide: A look back at K-pop singer's life. The Straits Times. წაკითხვის თარიღი: February 27, 2018.
  2. SM ballad artists serenade fans in joint recital. Korea Herald. წაკითხვის თარიღი: February 27, 2018.
  3. Taemin of SHINee to release first solo album. Korea Herald. წაკითხვის თარიღი: February 27, 2018.
  4. 경찰 "샤이니 종현, 사망 이틀전 누나에 우울증 호소". Naver. წაკითხვის თარიღი: February 27, 2018.
  5. 샤이니 종현 사망…서울아산병원 빈소 마련 / SBS. YouTube. წაკითხვის თარიღი: February 27, 2018.
  6. Lead singer of South Korean boyband SHINee dies. The Guardian. წაკითხვის თარიღი: February 27, 2018.