შინაარსზე გადასვლა

ლიხოის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლიხოის წმინდა გიორგის ეკლესია
ლიხოის წმინდა გიორგის ეკლესია — რუსეთი
ლიხოის წმინდა გიორგის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კირეევკა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1850
გარე სურათები
ლიხოის წმინდა გიორგის ეკლესია

ლიხოის წმინდა გიორგის ეკლესია (რუს. Церковь Георгия Победоносца) — მართლმადიდებლური ეკლესია ხუტორ ლიხოიში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.

ტაძრის მისამართი: 346380, რუსეთი, როსტოვის ოლქი, კრასნოსულინის რაიონი, ხუტორი ლიხოი.

ხუტორი ლიხოი დაარსდა XIX საუკუნის დასაწყისში საფოსტო გზაზე. 1854 წლიდან ლიხოი კაზაკების ხუტორია, სადაც 1867 წლისათვის 500 ადამიანი ცხოვრობდა.

მოსახლეობის სულიერებისათვის საჭირო გახდა ტაძრის მშენებლობა. ახალი ეკლესიის მრევლში მოიაზრებოდა ახლომდებარე ხუტორების, ილინსკის, ტაცინის, ბელგოროდცევისა და ბოჟკოვსკის მოსახლეობა. კაზაკებმა მიმართეს დონის კაზაკთა ატამანს, გენერალ-ადიუტანტ ალექსანდრე პოტაპოვს, ეკლესიის მშენებლობის შესახებ. ატამანმა დადებითი პასუხი გასცა. 1868 წელს ახალმა ატამანმა პ. ფომინმა მიმართა დონისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოს პლატონს (1867-1877 წწ.), რათა განკარგულება გაეცა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესიის მშენებლობის შესახებ.

1867 წელს დაიწყო სახსრების შეგროვება ეკლესიის მშენებლობისათვის. ფულს აგროვებდნენ ორი წლის განმავლობაში და მხოლოდ 1869 წელს დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. 1870 წელს აკურთხეს მშენებლობის ადგილი, ხოლო 1871 წელს ეკლესია ააგეს. ეკლესია იყო ხის, გადახურული თუნუქის ფილებით, ჰქონდა ცალკე მდგომი სამრეკლო. ეკლესიის გარშემო იყო ქვის გალავანი. 1872 წლის სექტემბერში ეკლესია აკურთხეს. 1900 წლიდან ეკლესიასთან მოქმედებდა ორი საეკლესიო-სამრევლო სკოლა.

XX საუკუნის დასაწყისში ლიხოის მოსახლეობა შეადგენდა 1 207 ადამიანს. ამ დროისათვის ხის ეკლესია დაძველდა და საჭირო გახდა ახალი ქვის ეკლესიის აგება. შეაგროვეს თანხები ახალი ეკლესიის ასაგებად.

ახალი ქვის ეკლესია ააგეს 1905 წელს. 1906 წელს იგი აკურთხა ალექსანდრო-გრუშევსკის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა ვასილიმ. ლიხოის წმინდა გიორგის ეკლესიასთან მოქმედებდა სამრევლო სკოლა, სადაც საღვთო სჯულს ასწავლიდა ადგილობრივი მღვდელი მიტროფანე დამასკინი.

რევოლუციის დროს წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდელი მიხეილ პაშუტინი დახვრიტეს წითელარმიელებმა. ეკლესიის შენობა სხვადასხვა დროს იყო საწყობი, კლუბი, ბეღელი. დაანგრიეს სამრეკლო და მოხსნეს გუმბათი. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა ეკლესიაში თავლა გახსნეს.

1944 წელს ეკლესიაში აღდგა ღვთისმსახურება, რომელიც არ შეწყვეტილა ხრუშჩოვის დათბობის პერიოდშიც კი. ამჟამად ეს ეკლესია მოქმედია. 2010 წელს მოაოქროვეს გუმბათი[1]. ეკლესიის წინამძღვარია მღვდელმონაზონი დიმიტრი (სობოლევსკი).

  • Беликов, С. Прихожане приложились к мощам святых / С. Н. Беликов // Красносулинский вестник. - 2016. – 21 янв. (№3). – С.4.
  • Кудрявцев, В. Церковь Георгия Победоносца в х. Фомино-Лиховском / В. В. Кудрявцев // Сулинская земля: страницы истории. – Ростов н / Д., 1999. – С. 131-133.
  • Кудрявцев, В. История хутора Фомино - Лиховского / В. В. Кудрявцев // Страницы прошлого листая [исследования истории Сулинской земли] – Красный Сулин, 2004. – С.76-77.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Церковь Георгия Победоносца. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-22. ციტირების თარიღი: 2017-03-30.