ლიხაურის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიხაურის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში.ჭის წმინდა გიორგის ეკლესია მდინარე აჭის წყლისა და მდინარე აჭას ხერთვისში არსებულ შემაღლებულ ადგილასაა აგებული. აღნიშნულ შემაღლებულ ადგილს ირგვლივ რიყის ქვით ნაგები მასიური კედელი შემოუყვება ირგვლივ. გეგმით სწორკუთხა ეკლესია სადა, ერთ საფეხურიან ცოკოლზე დგას. თარაზულია წყობაა. სამხრეთით და დასავლეთით დატანილია კარები. შიგნიდან თაღიანია გარედან კი არქიტრავული. სამხრეთით არქიტრავის ქვაზე ცენტრალურ ნაწილში მოჩარჩოებაში ჩასმული რელიეფური ჯვარია ამოკვეთილი, ხოლო მის კიდეებში წარწერაა. დასავლეთ არქიტრავის ქვაზე ცენტრალურ ნაწილში შედარებით მოზრდილ მოჩარჩოებაში ჩასმული რელიეფური ჯვარია ამოკვეთილი, რომლის მკლავებთან ყურძნის მტევნებია დატანილი. აღნიშნულ ჯვარს გვერდებში რომბებში ჩასმული ჯვრები აკრავს. დავზე კი ნახევრად სფერული შვერილა ამოკვეთილი, რომლის ჩუქურთმები დაზიანებულია. ეკლესია ნათდება სამი სარკმლით. ამოსავლეთ ფასადზე არსებულ სარკმელის ორი მოჩუქურთმებული ლილვი დაუყვება, ხოლო სარკმლის თავსართზე მესამე ლილვია დატანილი რკალურად. სამხრეთ ფასადზე სარკმელი ორი მოჩუქურთმებული ლილვით არის შემკული, ხოლო დასავლეთ ფასადის სარკმელს დაუყვება სამი ლილვი. ჩრდილოეთ ფასადზე ცენტრალურ ნაწილში დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლეზე კრონშტეინია გამოშვერილი. ეკლესიას წრეთარგისა და ლილვისგან შედგენილი ლავგარდანი ევლება. საკურთხეველი ნახევარწრიულ აბსიდიანია. აბსიდის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს თაღოვანი ნიშებია, რომელთა გვერდებზე, აგრეთვე თითო სწორკუთხა ნიშია. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. აბსიდი დარბაზისგან გამოყოფილია ორსაფეხურიანი მხრებით. გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით ორ ნაწილად იყოფა. კოლოფა კამარის ცენტრალური, ორსაფეხურიანი საბრჯენი თაღი პილასტრების კაპიტელებს ეყრდნობა, ხოლო დასავლეთი თაღი კრონშტეინებს. ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლის შეწყვილებული თაღები კონსოლებს ეყრდნობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9025