ლისტვიანკა
იერსახე
| დაბა | |
|---|---|
|
ლისტვიანკა რუს. Листвянка | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| კოორდინატები | 51°51′11″ ჩ. გ. 104°52′55″ ა. გ. / 51.85306° ჩ. გ. 104.88194° ა. გ. |
| დაარსდა | XVIII საუკუნე |
| პირველი ხსენება | 1772 |
| ცენტრის სიმაღლე | 470 მეტრი |
| მოსახლეობა | 1 834 კაცი (2011) |
| სატელეფონო კოდი | 39544 |
| საფოსტო ინდექსი | 664521 |
ლისტვიანკა (რუს. Листвянка) — დაბა რუსეთში, ირკუტსკის ოლქში. მდებარეობს მდინარე ანგარის ნაპირებზე, ბაიკალის ტბის სანაპიროსთან. სახელი მიიღო მცენარე ლარიქსისაგან (რუს. Лиственница), რომელიც იზრდება ამ დასახლების შემოგარენში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ლისტვიანკაში ცხოვრობდა 1 834 ადამიანი. პირველად იხსენიება 1772 წელს. 1934 წლიდან აქვს ქალაქის ტიპის დასახლების სტატუსი. ეკონომიკას განსაზღვრავს ტურიზმი. ვაჭრობენ ბაიკალის ომულითა და სხვადასხვა სუვენირებით. არის ეკლესიები; სასტუმროები. დამუშავების პროექტშია „ბაიკალ-სიტი“. სახმელეთო და სანაოსნო გზით უკავშირდება ქალაქ ირკუტსკს. არის მრავალი ღირსშესანიშნავი ობიექტი. აღსანიშნავია ბაიკალის ლიმნოლოგიური მუზეუმი, ბაიკალის ასტროფიზიკური ობსერვატორია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლისტვიანკა – ცნობები დაარქივებული 2015-06-27 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ლისტვიანკა – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია[მკვდარი ბმული] (რუსული)