ლინა ვერტმიულერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლინა ვერტმიულერი
დაბადების სახელი არკანჯელა ფელის ასუნტა ვერტმიულერ ფონ ელგ სპანოლ ფონ ბრაუეხი
დაბადების თარიღი 14 აგვისტო, 1928
რომი, იტალია
გარდაცვალების თარიღი 9 დეკემბერი, 2021 (93 წლის)
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი
მეუღლე(ები) ენრიკო ჯობი (1965-2008; ჯობის სიკვდილამდე)
შვილ(ებ)ი 1

ლინა ვერტმიულერი (იტალ. Lina Wertmüller; დ. 14 აგვისტო, 1928, რომი, იტალია — გ. 9 დეკემბერი, 2021) — იტალიელი სცენარისტი და რეჟისორი. პირველი ქალი რეჟისორი, რომელიც „ოსკარზე“ იყო ნომინირებული ფილმისთვის „შვიდი სილამაზე“ (1977).[1] მისი ფილმები კონცენტრირდება სქესთა შორის პრობლემებზე, პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. ვერტმიულერი მეორე ქალია, ვინც თავისი კინოკარიერისთვის საპატიო ოსკარის ჯილდო მიიღო (2019).[2]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერტმიულერმა 1951 წელს რომის თეატრის აკადემიაში სწავლა დაასრულა, შემდეგ კი მსახიობად, მწერლად, რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა. იყო ათეულობით ავანგარდული სპექტაკლის პროდიუსერი. იმავე წელს იმოგზაურა ევროპის გარშემო.[3] იგი ცნობილი იტალიელი რეჟისორის, ფედერიკო ფელინის ასისტენტი იყო მისი ფილმის, 81/2-ს გადაღებისას (1963).

ვერტმიულერს უსაუბრია იმის შესახებ, რომ კინოინდუსტრიასა და თეატრში მუშაობა მას ძალიან პატარა ასაკიდან უნდოდა. ახალგაზრდობაშივე შეიყვარა ცნობილი რუსი დრამატურგები, როგორებიც არიან პიეტრო შაროვი, ვლადიმირ ნემიროვიჩ-დანჩენკო და კონსტანტინე სტანისლავსკი.[4]

კინოკარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერტმიულერი 1987 წელს

1960 წელს ვერტმიულერს სკოლის მეგობარმა, ფლორა კარაბელამ, მისი ქმარი და ცნობილი იტალიელი მსახიობი, მარჩელო მასტროიანი გააცნო. მისი საშუალებით შეხვდა ვერტმიულერი ფედერიკო ფელინის. ერთ-ერთ ინტერვიუში იგი ფელინიზე საუბრობს: „...ფელინი შესანიშნავი ადამიანი იყო, საოცარი ინტელექტისა და თანაგრძნობის უნარის მქონე“. [5]

ვერტმიულერის დებიუტი 1963 წელს ფილმით „ხვლიკები“ შედგა. 1972 წლის დასაწყისში ფილმი, „მიმის ცდუნება“. ამის შემდეგ მან კიდევ შვიდი ფილმი გადაიღო, რომლებიც „იტალიური სტილის კომედიის“ (Commedia all'italiana) შედევრებად ითვლება. სწორედ ამ პერიოდში ვერტმიულერმა კრიტიკული და საერთაშორისო წარმატება მოიპოვა. მისი სახელი ცნობილი იყო არამხოლოდ იტალიაში, არამედ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.

1976 წელს მან გამოუშვა ფილმი, სახელწოდებით „შვიდი სილამაზე“, რომლითაც ვერტმიულერი პირველი ქალი რეჟისორი გახდა, რომელიც „ოსკარზე“ საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში იყო ნომინირებული.

ცნობილია ფილმების გრძელი სახელწოდებებით, რომლებიც საერთაშორისო გამოშვებების დროს მოკლდება. ვერტმიულერი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა ფილმის ყველაზე გრძელი სახელწოდებისათვის: Un fatto di sangue nel comune di Siculiana fra due uomini per causa di una vedova. Si sospettano moventi politici. Amore-Morte-Shimmy. Lugano belle. Tarantelle. Tarallucci e vino. ფილმი 1979 წელს არის გადაღებული და მასში სულ 179 პერსონაჟი ჩნდება. იგი უფრო ცნობილია სახელწოდებით „მტრობა სისხლით“.[6]

მისი 1983 წელს გამოსული ფილმის, „ბედისწერის ხუმრობის“ ჩვენება 1985 წელს მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა[7], ხოლო „კამორა (ქუჩების, ქალებისა და დანაშაულის ამბავი)“ 1986 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნა მიღებული.[8]

2015 წელს ვალერიო რუიზმა ვერტმიულერზე ბიოგრაფიული ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „თეთრი სათვალეების მიღმა“, რომელიც მის ცხოვრებასა და კინოკარიერაზე მოგვითხრობს.

ამჟამად ვერტმიულერი თეატრის რეჟისორად მუშაობს.[9]

სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერტმიულერი 1972 წელს

ვერტმიულერის ფილმებში ხშირად ჩანს ემპათია იტალიელი მუშათა კლასის მიმართ. ისინი ხშირად კრიტიკულად ასახავენ იტალიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს. ამის საპირისპიროდ, ხშირად ჩანს იტალიის ქუჩები და ხედები. ვერტმიულერი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტიკური ხედვების დაფიქსირებას.[10]

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1963 „ხვლიკები“ I basilischi რეჟისორი, სცენარისტი
1965 „მოდი, ვილაპარაკოთ კაცებზე“ Questa volta parliamo di uomini რეჟისორი, სცენარისტი
1966 „კოღო რიტა“ Rita la zanzara რეჟისორი, სცენარისტი
1967 „ნუ უკბენ კოღოს“ Non stuzzicate la zanzara რეჟისორი, სცენარისტი
1968 „ბელე სტარის ისტორია“ Il mio corpo per un poker რეჟისორი, სცენარისტი
1972 „მიმის ცდუნება“ Mimi metallurgico ferito nell'onore რეჟისორი, სცენარისტი
1973 „სიყვარული და ანარქია“ Film d'amore e d'anarchia, ovvero: stamattina alle 10, in via dei Fiori, nella nota casa di tolleranza... რეჟისორი, სცენარისტი
1974 „ყველაფერი გაფუჭებულია“ Tutto a posto e niente in ordine რეჟისორი, სცენარისტი
1974 „განადგურებული“ Travolti da un insolito destino nell'azzurro mare d'agosto რეჟისორი, სცენარისტი
1975 „შვიდი სილამაზე“ Pasqualino Settebellezze რეჟისორი, სცენარისტი
1978 „წვიმიანი ღამე“ La fine del mondo nel nostro solito letto in una notte piena di pioggia რეჟისორი, სცენარისტი
1978 „მტრობა სისხლით“ Fatto di sangue fra due uomini per causa di una vedova, si sospettano moventi politici რეჟისორი, სცენარისტი
1983 „ბედისწერის ხუმრობა“ Scherzo del destino in agguato dietro l'angolo come un brigante da strada რეჟისორი, სცენარისტი
1984 „ნაზად, ნაზად“ Sotto.. sotto.. strapazzato da anomala passione რეჟისორი, სცენარისტი
1986 „კამორა: ქუჩების, ქალებისა და დანაშაულის ამბავი“ Un complicato intrigo di donne, vicoli e delitti რეჟისორი, სცენარისტი
1986 „ზაფხულის ღამე ბერძნული პროფილით, ნუშისებრი თვალებითა და რეჰანის სურნელით“ Notte d'estate con profilo greco, occhi a mandorla e odore di basilico რეჟისორი, სცენარისტი
1989 „მთვარიანი ღამე“ In una notte di chiaro di luna რეჟისორი, სცენარისტი
1989 „მეათე დამალული“ Il decimo clandestino რეჟისორი, სცენარისტი
1990 „შაბათი, კვირა და ორშაბათი“ Sabato, domenica e lunedi რეჟისორი, სცენარისტი
1992 „გამარჯობა, პროფესორო!“ Ciao, Professore! რეჟისორი, სცენარისტი
1996 „ნიმფა“ Ninfa plebea რეჟისორი, სცენარისტი
1996 „ლურჯ საყელოიანი მუშა და პარიკმახერი სექსისა და პოლიტიკის მორევში“ Metalmeccanico e parrucchiera in un turbine di sesso e politica რეჟისორი, სცენარისტი
1999 „ფერდინანდო და კაროლინა“ Ferdinando e Carolina რეჟისორი, სცენარისტი
2004 „მეტისმეტად ბევრი რომანტიკა... შენახული წიწაკების დროა“ Peperoni ripieni e pesci in faccia რეჟისორი, სცენარისტი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]