ლიზა უმაროვა
ლიზა უმაროვა | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 12 მარტი, 1965 (59 წლის) |
დაბ. ადგილი | ალმათი |
ლიზა სულმოვის ასული უმაროვა (ჩეჩ. Iумарийн ЙоI Лиза; დ. 12 მარტი, 1965) — ჩეჩენი მომღერალი და მსახიობი.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიზამ ბავშვობა ალმათში, ყაზახეთში გაატარა. მისი მშობლები გადასახლებული იქნენ მშობლიური სოფელი კატიურ-იურტიდან, ჩეჩნეთიდან, 1944 წელს. მისი მშობლები იყვნენ ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის მსხვერპლნი. 1982 წელს ოჯახი დაბრუნდა ჩეჩნეთში, იმავე წელს ისინი დასახლდნენ ქალაქ გროზნოში.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიზა სწავლობდა იაროსლავლის დრამის ინსტიტუში, სადაც მან მიიღო მყარი რეპუტაცია თავისი ემოციური სიმღერით, მაგრამ დაქორწინებისთანავე უარი თქვა მუსიკალურ კარიერაზე და მალევე სამი შვილის დედა გახდა. 1994 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში. ამის მიზეზი იყო ის რომ მათი სახლი ჩეჩნეთის პირველო მის დროს დაიბომბა და განადგურდა. მოსკოვში უმაროვამ გახსნა მცირე ბიზნესი „Vaynaham“, სადაც ყიდდა ჩეჩნურ და ინგუშურ ენოვან ლიტერატურულ და აუდიო ჩანაწერებს. ამ დროის განმავლობაში უმაროვა დაშორდა მეუღლეს და განაგრძო შვილების დამოუკიდებლად აღზრდა.
1998 წელს ლიზამ ჩაწერა სადებიუტო სიმღერა „სამშობლო“, სადაც ჟღერდა 1980-იან წლებში ალ ბანოსა და რომინა პაუერის პოპ-დუეტის მიერ ჩაწერილი სიმღერა „ლიბერტას“ მელოდია და მორგებული იყო უმრავოას ტექსტი. „მე ვფიქრობ, რომ 50 დოლარი დაჯდა [ჩანაწერის გაკეთება],” - თქვა მან. „მე ვკერავდი, ფულს ვშოულობდი იმ დროს, და ვკვებავდი ბავშვებს. ახალშობილ ბავშვებს ვკერავდი თეთრეულის ნაკერებს. მე მქონდა ბევრი ქსოვილი და ბამბა. ყველაფერი ეს გავყიდე იაფად და შევაგროვე $50“.[1]
ლიზამ გააგრძელა სიმღერების ჩაწერა ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების თემატიკაზე. მისი უამრავი სიმღერა გახდა პოპულარული ჩეჩენ ხალში, ესენია „ადექი, რუსეთო!“, „გროზნო, გმირი ქალაქი", და „ჩვენი დრო ჯერ არ მოსულა“. სიმღერა „გროზნო, გმირი ქალაქი“ ითვლებოდა ჩეჩნეთის ჰიმნად.[2] ის აღნიშნავს რომ ხშირად როდესაც მას თავში ახალი მელოდია მოსდიოდა, იწერდა მღეროდა და იწერდა ჩანაწერს ტელეფონში, რადგან არ იცოდა ნოტების კითხვა და არ ჰქონდა საკუთარი ხმის ჩამწერი.
მიუხედავად ამისა, ლიზა ამბობს, რომ ის მღერის იმიტომ, რომ „მუსიკა ყოველთვის ემოციურად მოქმედებდა ჩემზე, ყოველთვის მამშვიდებდა და მაძლევდა იმედს. ხალხი მოდიოდა ჩემთან კონცერტის შემდეგ, როდესაც ვმღეროდი, ჩეჩნეთში, გროზნოში და მეუბნებოდა რომ ეს სიმღერები კურნავდა მათ მიუხედავად მათი ტრაგიკულობისა, საბოლოოდ ყოველთვის არის რაღაც დადებითი - კარგი ცხოვრების იმედი. ”[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Кавказский Узел. Певица из Чечни Лиза Умарова попросила политическое убежище в Финляндии
- Путь к свободе