ლეფკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ქალაქი
ლეფკა
ბერძ. Λεύκα, თურქ. Lefke
Lefke heykel.jpg
ქვეყანა კვიპროსის დროშა კვიპროსი
კოორდინატები 35°06′48″ ჩ. გ. 32°51′04″ ა. გ. / 35.11333° ჩ. გ. 32.85111° ა. გ. / 35.11333; 32.85111
ქალაქის მერი აზიზ ქაია[1]
ცენტრის სიმაღლე 129 მეტრი
მოსახლეობა 3 009[2] კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+2
ოფიციალური საიტი lefkebelediyesi.co
300
300

ლეფკა (ბერძ. Λεύκα, თურქ. Lefke) — ქალაქი კვიპროსში, მოროფოუს ყურის სანაპიროზე. ქალაქი დე ფაქტო ჩრდილოეთი კვიპროსის შემადგენლობაშია. 2011 წელს ქალაქში 3 009 ადამიანი ცხოვრობდა. ეს არის ჩრდილოეთ კვიპროსის ლეფკეს რაიონის (მოს. 11 091) დედაქალაქი, რომელიც 2016 წლამდე გიუზელიურთის რაიონის შემადგენლობაში შედიოდა.[3]

ლეფკა ცნობილია თავისი ციტრუსის ბაღებისა და მაღაროებით. აქ მდებარეობს ლეფკას ევროპული უნივერსიტეტი.

ვენეციური პერიოდის განმავლობაში ლეფკაში კათოლიკე იტალიელები ცხოვრობდნენ. ოსმალეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში კი ქალაქში თურქები გადასახლდნენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დასახლება თანამედროვე ლეფკას ტერიტორიაზე ნეოლითის ხანაში შეიქმნა. ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ქალაქი ძვ.წ. III საუკუნეში დააარსა ლეფკოსმა, ეგვიპტელი პტოლემე I-ის ვაჟმა, რომელმაც ასევე ჰიპოთეზის თანახმად ნიქოზია (ძველად ცნობილი, როგორც ლეფკოსია) დააარსა. სხვა მოსაზრების თანახმად ავადმყოფი ქრისტიანი გოგონა, სახელად „ლეფკა“ (ბერძნულად ეს სახელი ვერხვს ნიშნავს) თანამედროვე ქალაქის ტერიტორიაზე დასახლდა, რათა მთის ჰაერით გამოჯანმრთელებულიყო. ლეგენდის თანახმად, იგი დიდხანს ცხოვრობდა ლეფკაში და იქვე გარდაიცვალა კიდეც, ქალაქს კი მის საპატივსაცემოდ ლეფკა ეწოდა.[4]

ლეფკა ისტორიულად სპილენძის მომპოვებელი ქალაქი იყო. ქალაქის გარშემო სპილენძის მოპოვება პირველად ბრინჯაოს ხანაში დაიწყეს. ეს პროცესი ფინიკიელთა და რომალეთა მმართველობის პერიოდშიც გაგრძელდა. სპილენძის საბადოები რომაული მმართველობის დასრულებისას, დაახლოებით 150 წელს დაიხურა. ქალაქის ირგვლივ აღმოჩენილია ელინისტური და რომაული ეპოქებით დათარიღებული უძველესი სამარხები (ძვ. წ. 310-დან ახ. წ. 150-მდე). რომის იმპერიის მმართველობისას ლეფკასთან ახლოს მდებარე კარავოსტასი საპორტო ქალაქი იყო, რომელიც ეგვიტესთან სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირებს ამყარებდა.[4]

ცნობილია, რომ ქალაქში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ბიზანტიის იმპერიის პერიოდში აშენდა. კვიპროსის სამეფოსა და ვენეციის რესპუბლიკის პერიოდში ლეფკა ოლქის დედაქალაქი იყო სადაც ფრანგი და ლათინელი კაპიტნები, ბარონები და ოფიცრები ცხოვრობდნენ. ლუზინიანთა სამეფო ოჯახმა ქალაქს თავი შეაფარა მაშინ, როდესაც კვიპროსს მამლუქები დაესხნენ თავს. შუა საუკუნეებში ლეფკას ხშირად სტუმრობნენ ის პიროვნებები, რომელბი ტროოდოსის მთებში სოლის, ვოუნის, სოლიას და მარატასას ტაძრების მოსანახულებლად ჩადიოდნენ.[4] მე-16 საუკუნის დასაწყისში ქალაქი ბაილაგიოს ცენტრი იყო, რომლის შემადგენლობაში რამდენიმე სოფელი შედიოდა. თანდათანობით სოფლის მოსახლეობა გაიზარდა, გაიზარდა დამუშავებული მიწების რაოდენობა და ქონების იჯარის ფასი, რაც კვიპროსის სხვა რაიონების დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ტენდენციებს შეესაბამებოდა.[5] მე-14 და მე-15 საუკუნეებში კუნძულზე მოჰყავდათ შაქარი. ლეფკასა და მორფიუში მიწებს წარჩინებულები ყიდულობდნენ და შაქრის პლანტაციებს აშენებდნენ.[6]

1571 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ კვიპროსის დაპყრობის შედეგად ანატოლიიდან ჩამოსული თურქები დასახლდნენ ლათინელების სახლებში და მათი მიწები დაიკავეს. მოგვიანებით, ქალაქში ასევე დასახლდნენ ოსმალეთის იმპერიის ოფიცრები და მათი შთამომავლები.[4] ამრიგად, ლეფკა გახდა შერეული ქალაქი სადაც კვიპროსელი თურქები უმრავლესობაში, კვიპროსელი ბერძნები კი უმცირესობაში იყვნენ. 1831 წელს ქალაქში 328 ზრდასრული მამაკაცი ცხოვრობდა, რომეთაგან 294 თურქული, 34 კი ბერძნული წარმოშობის კვიპროსელი იყო. 1891 წელს ქალაქში 907 ადამიანი ცხოვრობდა: 741 თურქი და 166 ბერძენი. 1901 წლისთვის ლეფკას მოსახლეობა 1143-მდე გაიზარდა, 1911 წელს კი 1008 გახდა. 1921 წლის მონაცემებით ქალაქში 1163 ადამიანი ცხოვრობდა.[7]

1921 წლის შემდეგ მოსახლეობა სწრაფად გაიზარდა, რადგან სპილენძის მაღაროებში ვიპროსის მაღაროს კორპორაციამ (CMC) საქმიანობა განაახლა. 1931 წელს მოსახლეობა 1781, 1946 წელს კი 3 666 (2685 თურქი და 981 ბერძენი კვიპროსელი) იყო. 1950-იან წლებში ბერძნებსა და თურქებს შორის წარმოქმნილი დაპირისპირებების გამო ქალაქში მცხოვრები ბერძენი კვიპროსელების უმეტესობა ლეფკადან გაიქცა.[7]

საერთაშორისო ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს ლეფკა Cittaslow-ის წევრი გახდა.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეფკა დაძმობილებულია ქალაქებთან:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lefke'de Aziz Kaya Baskan დაარქივებული 2014-10-06 საიტზე Wayback Machine.
  2. KKTC 2011 Nüfus ve Konut Sayımı, TRNC State Planning Organization, 6 August 2013, с. 22, http://www.devplan.org/Nufus-2011/nufus%20ikinci_.pdf
  3. Lefke 6. ilçe oldu!. Kıbrıs Postası (27 December 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 27 December 2016
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Bağışkan, Tuncer. Lefke’ye bir yolculuk tr. Yeni Düzen (26 October 2013). ციტირების თარიღი: 24 August 2015
  5. Arbel, Benjamin (2000) "Cypriot Population under Venetian Rule (1473-1571): A Demographic Study", Cyprus, the Franks and Venice, 13th-16th Centuries. Ashgate, გვ. 189. 
  6. Coureas, Nicholas (2005) "Economy", Cyprus: Society and Culture 1191-1374. BRILL, გვ. 111. 
  7. 7.0 7.1 Lefka. PRIO Cyprus Displacement Center. ციტირების თარიღი: 24 August 2015
  8. Bergama - Twin Towns. © Bergama-City.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-20. ციტირების თარიღი: 2013-10-19
  9. Malatya - Twin Towns. © Malatya-City.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-20. ციტირების თარიღი: 2013-10-20
  10. Silifke - Twin Towns. © Silifke-City.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-20. ციტირების თარიღი: 2013-10-20
  11. Lefke Belediyesi Kardeş Şehir. © Elmadağ-City.sk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-20. ციტირების თარიღი: 2013-10-20