შინაარსზე გადასვლა

ლეპტის-მაგნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კირენას არქეოლოგიური ძეგლი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
შექმნის პერიოდი რომის იმპერია
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა[1]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ლიბიის დროშა ლიბია | ქვეყნის დროშა2 | name = ლიბიის დროშა ლიბია | variant = | size =

}}
მიტოვების პერიოდი 637
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii
რეგიონი არაბული ქვეყნები
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1982  (მე-6 სესია)
ნომერი 183
საფრთხის ქვეშ 2016
Map
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 183
ინგლ.რუს.ფრ.

ლეპტის-მაგნა (არაბ. لبده) — ანტიკური ქალაქი ლიბიაში. თავდაპირველად, ფინიკიური პორტი იყო. ძვ. წ. 111 წელს ის რომის იმპერიის ნაწილი გახდა. მისი ნანგრევები მდებარეობს ტრიპოლიდან აღმოსავლეთით, 130 კმ-ში.

სავარაუდოდ ქალაქი დაარსებული უნდა იყოს ძვ. წ. XI საუკუნეში, როგორც ფინიკიის კოლონია. მისი მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა ძვ. წ. IV საუკუნეში, როდესაც გაიზარდა კართაგენის მნიშვნელობა. ძვ. წ. 146 წელს მესამე პუნიკურ ომში გამარჯვების შედეგად დაიკავეს რომაელებმა.

ქალაქის მნიშვნელობა გაიზარდა 193 წლის შემდეგ, როდესაც რომის იმპერატორი გახდა ამ ქალაქში დაბადებული სეპტიმიუს სევერუსი (193-211). იგი ძლიერ ზრუნავდა საკუთარ ქალაქზე და გახადა კიდეც აფრიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი.

III საუკუნეში რომის იმპერიაში არსებული კრიზისისი შედეგად ქალაქის მნიშვნელობა დაეცა. IV საუკუნის შუა წლებში ქალაქი ბევრმა ადამიანმა მიატოვა, მაგრამ იმპერატორ თეოდოსიუს I-ის მეფობისას იგი კვლავ აღდგა და დაიბრუნა თავისი მნიშვნელობა.

439 წელს ქალაქი დაიპყრეს ვანდალებმა. 523 წელს კი ბერბერებმა ააოხრეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. World Heritage List: Archaeological Site of Leptis MagnaUNESCO.