ლეპიდოსირენი
Jump to navigation
Jump to search
ლეპიდოსირენი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Lepidosiren paradoxa | ||||||||||||
|
ლეპიდოსირენი (ლათ. Lepidosiren paradoxa) — ორგვარად მსუნთქავი თევზი. ლეპიდოსირენისებრთა ერთადერთი წარმომადგენელი. მისი მოგრძო სხეული 1 მ აღწევს. წყვილი საცურაო ბუშტი ფილტვების ფუნქციას ასრულებს. ბინადრობს მდინარე ამაზონის აუზის დაჭაობებულ წყალსატევებში. უჟანგბადო წყალში 20 დღე-ღამე ძლებს. გვალვიან პერიოდში ზაფხულის ძილს ეძლევა. იკვებება მცენარეებითა და მოლუსკებით. დედალი ქვირითს ბუდეში ყრის, მამალი კი იცავს. ამ დროს მამლის მუცლის ფარფლებზე ვითარდება ძაფისებრი გამონაზარდები, რომლებიც გამოყოფენ ჟანგბადს და აუმჯობესებენ ქვირითის სუნთქვის პირობებს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 196.