შინაარსზე გადასვლა

ლეოპოლდ ბილფელდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეოპოლდ ბილფელდი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1838 ან 1839[1]
დაბ. ადგილი ოლდენბურგი, ქვემო საქსონია ან ჰანოვერი
გარდ. თარიღი 1922[1]
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი[1]
მოქალაქეობა  გერმანია
მნიშვნელოვანი პროექტები თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია და ქაშვეთის ეკლესია
ჯილდოები წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი და წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი

ლეოპოლდ ბილფელდი (გერმ. Leopold Bielfeldt დ. 1838 — გ. 1922[2]) — XIX საუკუნესა და XX ს-ის დასაწყისში საქართველოში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორი. მიღებული ჰქონდა რუსეთის ქვეშევრდომობა, სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1868 წელს მუშაობდა კავკასიის საფოსტო ოლქის, შემდეგ კი საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის არქიტექტორად. მის ნამუშევრებს შორის ყველაზე ცნობილია ქაშვეთის ეკლესია, მეფისნაცვლის სასახლე ლიკანში, სასტუმრო „ვეტცელი“ აღმაშენებლის გამზირზე (N 103) და აგრეთხე XX საუკუნის 40-იან წლებში დანგრეული „კირხე“. აღმაშენებლის გამზირზე, მან აგრეთვე, მრავალი საცხოვრებელი სახლიც ააშენა (მაგ., სახლი N 46, 1879); მას, ასევე ეკუთვნის ცნობილი გერმანელი აფთიაქარის ევგენი ზემელის სახლის პროექტი. საცხოვრებელი სახლების არქიტექტურაში ლეოპოლდ ფილფელდი რენესანსულ-ბაროკოულ ეკლეკტიზმს იყენებდა.[3]

ნამუშევრების გალერეა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]