ლეონ ფებრეს-კორდერო
იერსახე
| ლეონ ფებრეს კორდერო | |
| ეკვადორის პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 10 აგვისტო, 1984 – 10 აგვისტო, 1988 | |
| წინამორბედი | ოსვალდო ურტადო |
| მემკვიდრე | როდრიგო ბორხა სევალიოსი |
გუაიაკილის მერი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 10 აგვისტო, 1992 – 10 აგვისტო, 2000 | |
| წინამორბედი | არი სორია ლამანი |
| მემკვიდრე | ხაიმე ნებოტი |
| დაბადებული | 9 მარტი, 1931 გუაიაკილი, ეკვადორი |
| გარდაცვლილი | 15 დეკემბერი, 2008 გუაიაკილი, ეკვადორი |
| მოქალაქეობა | |
| პოლიტიკური პარტია | სოციალ-ქრისტიანული პარტია |
| მეუღლე | მარია ეუხენია კორდოვესი (1954–1988), კრუს მარია მასუ (1988–2008) |
| ხელმოწერა | |
ლეონ ესტებან ფებრეს-კორდერო რიბადენეირა (ესპ. León Esteban Febres-Cordero Ribadeneyra; დ. 9 მარტი, 1931, გუაიაკილი, ეკვადორი — გ. 15 დეკემბერი, 2008, გუაიაკილი, ეკვადორი) — ეკვადორელი პოლიტიკური მოღვაწე. ეკვადორის პრეზიდენტი 1984-1988 წწ. ორჯერ აირჩიეს გუაიაკილის მერად.
პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1965 წელს, როდესაც აირჩიეს გუაიაკილის მრეწველობის ფედერაციის და ასევე ლათინური ამერიკის მრეწველობის ასოციაციის პრეზიდენტად. 1966-1970 წლებში აირჩიეს ეროვნული საკანონმდებლო კრების წევრად, ხოლო შემდეგ სენატორად. იყო ხაიმე როლდოს აგილერას და ოსვალდო ურტადოს ოპოზიციაში. 1984-1988 წლებში ეკვადორის პრეზიდენტია, ხოლო 1992-2000 წლებში გუაიაკილის მერი.
გარდაიცვალა 2008 წლის 15 დეკემბერს 77 წლის ასაკში[1].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: