ხოსე პლასიდო კამანიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხოსე მარია პლასიდო კამანიო
ხოსე მარია პლასიდო კამანიო
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ოქტომბერი, 1883 – 30 ივნისი, 1888
წინამორბედირაფაელ პერეს პარეხა
მემკვიდრეპედრო ხოსე სევალიოსი

დაბადებული5 ოქტომბერი, 1837
გუაიაკილი, ეკვადორი
გარდაცვლილი31 დეკემბერი, 1901
მოქალაქეობაეკვადორი
ეროვნებაეკვადორელი
პოლიტიკური პარტიაპროგრესისტების ლიბერალური კათოლიკური პარტია
Stamps of Ecuador, 2014-15.jpg

ხოსე მარია პლასიდო კამანიო ი გომეს-კორნეხო (დ. 5 ოქტომბერი, 1837, გუაიაკილი, ეკვადორი — გ. 31 დეკემბერი, 1901) — ეკვადორის პრეზიდენტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხოსე კამანიო დაიბადა ქალაქ გუაიაკილში. ის იყო ესპანელი მკვლევრის ხაკინტო კამანიოს შვილიშვილი. იგი სწავლობდა კანონს და ღვთისმეტყველებას სასულიერო სემინარიაში, რომელიც მდებარეობდა თავის საცხოვრებელ ქალაქში, ხოლო მან განათლება მიიღო ქალაქ კიტოში. შემდგომში ხოსე კამანიო იყო ქალაქ გუაიაკილის მერი. იგი ასევე იყო პროგრესისტების ლიბერალური კათოლიკური პარტიის წევრი.

ხოსე კამანიო 1882 წელს გაგზავნილი იქნა ლიმაში, ორგანიზებულ რევოლუციურ ექსპედიციაში, 1883 წლის 14 აპრილს, მან დატოვა ქალაქი კალიაო და სამი დღის შემდეგ დასახლდა ეკვადორის ტერიტორიაზე. ხოსე კამანიო შეუერთდა ძალებს, რომლებიც ავიწროვებდნენ ქალაქ გუაიაკილის, რომელიც აიღეს გაერთაინებული ძალებით და ამის შემდეგ პროგრესისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში.

ეროვნული ხელშეკრულების დაიდებამდე, 1883 წლის 11 ოქტომბერს ხოსე კამანიო აირჩიეს დროებით პრეზიდენტად, ხოლო საბოლოოდ იგი პრეზიდენტად გამოცხადდა 1884 წლის 17 თებერვალს.

მკვლელობის მიზნით ხოსე კამანიოს თავს დაესხნენ 1886 წელს, იგი ძლივს გადაურჩა სიკვდილს, როდესაც ის თავის დასაცავად მდინარეში გადახტა. პრეზიდენტობის შემდგომ, ხოსე კამანიო იყო ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1889 წლიდან 1890 წლამდე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]