ვისენტე რამონ როკა
ვისენტე რამონ როკა | |
ვისენტე რამონ როკა | |
ეკვადორის დროებითი მთავრობის წევრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 მარტი, 1845 – 8 დეკემბერი, 1845 | |
ეკვადორის პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
8 დეკემბერი, 1845 – 15 ოქტომბერი, 1849 | |
წინამორბედი | ხოსე ხოაკინ დე ოლმედო |
მემკვიდრე | მანუელ დე ასკასუბი |
დაბადებული | 30 დეკემბერი, 1792 გუაიაკილი, ეკვადორი |
გარდაცვლილი | 23 თებერვალი, 1858 გუაიაკილი, ეკვადორი |
მეუღლე | ხუანა ანდრადე |
ვისენტე რამონ როკა როდრიგესი (ესპ. Vicente Ramón Roca Rodríguez; დ. 30 დეკემბერი, 1792, გუაიაკილი, ეკვადორი — გ. 23 თებერვალი, 1858, გუაიაკილი, ეკვადორი) — ეკვადორელი სახელმწიფო მოღვაწე. ეკვადორის პრეზიდენტი 1845-1849 წლებში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა გუაიაკილში. მისი მშობლები იყვნენ კომანდანტე ბერნარდო როკა და იგნასია როდრიგესი. მიიღო საოჯახო განათლება.
1836 წელს გახდა გუაიასის პროვინციის გუბერნატორი. ეკვადორში ხუან ხოსე ფლორესის მიერ შეცვლილი კონსტიტუციის შემდეგ გახდა მარტის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, რომლის შედეგადაც პრეზიდენტი ფლორესი დაამხეს. შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელშიც, როგორც კიტოს გუაიაკილის და კიტოს წარმომადგენლები, შევიდნენ ხოსე ხოაკინ დე ოლმედო, ვისენტე რამონ როკა და დიეგო ნობოა. მოგვიანებით ასამბლეამ როკა პრეზიდენტად აირჩია და მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1845 წლის 8 დეკემბერს. 1849 წელს გადადგა თანამდებობიდან და 1851 წელს პერუში გაემგზავრა.