ლეონდინგი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ლეონდინგი გერმ. Leonding | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
ფედერალური მიწა | ლინცი | ||
კოორდინატები | 48°16′45″ ჩ. გ. 14°15′10″ ა. გ. / 48.27917° ჩ. გ. 14.25278° ა. გ. | ||
მმართველი | Sabine Naderer-Jelinek | ||
ფართობი | 24.04 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 287 მეტრი | ||
მოსახლეობა | 28 698 (1 იანვარი, 2018)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 0732 | ||
საფოსტო ინდექსი | 4060[2] | ||
საავტომობილო კოდი | LL | ||
ოფიციალური საიტი | http://www.leonding.at/ და https://www.leonding.at/ | ||
ლეონდინგი (გერმ. Leonding) — ქალაქი ავსტრიაში, ლინცის სამხრეთ-დასავლეთით, ზემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 25 295 ადამიანს შეადგენდა. ჩრდილოეთით გაედინაბა მდინარე დუნაი.
ლეონდინგი ლინცთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. იშლება ალპების ულამაზესი ხედი, რაც საცხოვრებლად მაღალ სოციალურ კლასს იზიდავს. ლინცის სიახლოვისა და კარგი სატრანსპორტო კავშირების წყალობით, ქალაქი ასევე იზიდავს მსხვილ კომპანიებს.
1898 — 1905 წლებში, ლეონდინგში ცხოვრობდა ადოლფ ჰიტლერი, სადაც ის ჯერ ადგილობრივ დაწყებით სკოლაში სწავლობდა, შემდეგში კი ლინცის სიახლოვეს, გრამატიკის სკოლაში. ლეონდინგშია მისი მშობლების — ალოისისა და კლარას საფლავები. აქვეა დაკრძალული მისი ძმა — ედმუნდი. 1938 წელს ჰიტლერმა მშობლების საფლავები მოინახულა. მამამისი, 1903 წელს გარდაიცვალა ლეონდინგის ერთ-ერთ ბარში, როდესაც ჭიქა ღვინოს შეექცეოდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2021-05-06 საიტზე Wayback Machine.