ლენტვარისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ლენტვარისი
ლიტვ. Lentvaris
Lentvaris, ulice u nádraží.jpg
გერბი
Lentvaris COA.gif

ქვეყანა ლიტვის დროშა ლიტვა
მაზრა ვილნიუსის მაზრა
რაიონი ტრაკაის რაიონი
კოორდინატები 54°38′00″ ჩ. გ. 25°03′00″ ა. გ. / 54.63333° ჩ. გ. 25.05000° ა. გ. / 54.63333; 25.05000
პირველი ხსენება XVI ს.
ცენტრის სიმაღლე 158 მეტრი
მოსახლეობა 11 705 კაცი
ოფიციალური საიტი http://www.lentvaris.lt/
ლენტვარისი — ლიტვა
ლენტვარისი

ლენტვარისი (ლიტვ. Lentvaris, პოლ. Landwarowo) — ქალაქი ლიტვაში, ტრაკაის რაიონში, ვილნიუსის მაზრაში. წარმოადგენს სამამასახლისოს ადმინისტრაციულ ცენტრს.

მდებარეობს ვილნიუსიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კმ.-ში. გააჩნია - სარკინიგზო კვანძი, ხაზებით - ვილნიუსი, გროდნო, კაუნასი; ხალიჩების ფაბრიკა; სანიტარულ-ტექნიკური საწარმო „კაიტრა“ (დაარსებულია 1870 წ.); XIX ს.-ის ბაღებისა და სასახლეების მთელი ანსამბლი.

1990 წელს მოსახლეობა შეადგენდა - 12,8 ათ. ადამიანს. მოგვიანებით კი შეადგინა - 11,8 ათ. (2005 წლის მონაცემებით).

ქალაქის ახლანდელი გერბი, დამტკიცებულია 2001 წელს და მასზე გამოსახულია 3 ნეკერჩხლის ფოთოლი, წითელ ფონზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახლებისა და საკუთრების ხსენება იწყება XVI ს.-ის დასასრულიდან. XVII ს.-დან უკვე წერილობით წყაროებში გვხვდება - „ლიტვაროვო“, „ლანდვაროვო“. დასახლება ეკუთვნოდა გრაფ იოზეფ ტიშკევიჩს.

XIX ს.-ის მე-2 ნეხევარში - დასახლებული ნაწილის გაზრდისთვის სტიმულის მიმცემი გახდა - სანქტ-პეტერბურგისა და ვარშავის დამაკავშირებელი სარკინიგზო გზის მშენებლობა. 1859 წელს აშენდა რკინიგზის სადგური, რომელსაც 2 გამავალი ხაზი გააჩნდა - გროდნოსა (ვარშავისაკენ) და კოვნოს (86კმ.-ში კიონიგსბერგიდან) მიმართულებით. 1862 წლიდან მატარებლებმა რეგულარულად იწყეს სვლა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]