ლენინაკანის ოლქი (1952-1953)
ოლქი | |
---|---|
ლენინაკანის ოლქი | |
ქვეყანა | სსრკ |
ლენინაკანის ოლქი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ყოფილ სომხეთის სსრ-ში. არსებობდა 1952—1953 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ლენინაკანი.
ოლქი შეიქმნა 1952 წლის 17 იანვარს, როდესაც სომხეთის სსრ-ის მთელი ტერიტორია 3 ოლქად დაიყო. ესაზღვრებოდა სომხეთის სსრ-ში შემავალ ერევნისა და კიროვაკანის ოლქებს, ასევე საქართველოს სსრ-სა და თურქეთს.
იყოფოდა 7 რაიონად:
- ანის — სოფელი მარალიკი
- აპარანის — სოფელი აპარანი
- ართიკის — ქალაქი ართიკი
- ახურიანის — სოფელი ახურიანი
- ღუკასიანის — სოფელი ღუკასიანი
- სპიტაკის — სოფელი სპიტაკი
- თალინის — სოფელი თალინი
1953 წლის 18 აპრილს სომხეთის სსრ-ის ყველა ოლქი გაუქმდა.