ლელუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქ ლელუს ნანგრევები

ლელუკოსრაეს კუნძულებში შემავალ კუნძულ ლელუზე მდებარე პრეისტორიული და ისტორიული ძეგლი. მდებარეობს მიკრონეზიის ფედერაციულ შტატებში.

ნანგრევები მიეკუთვნება ცივილიზაციას, რომელმაც თავის პიკს მიაღწია XIV-XV საუკუნეებში. აღნიშნული ცივილიზაცია ჩანს XIX საუკუნის დასაწყისამდე[1].

ლელუს მმართველებმა თანდათანობით დაიპყრეს და გააერთიანეს კუნძული კოსრაე. კუნძულზე უნდა ყოფილიყო მონარქია, რომელიც არქეოლოგების აზრით ტონგასა და ჰავაის წააგავდა.

ქალაქი აგებულია მარჯნისა და ბაზალტის ბლოკებით. იგი შედგება საცხოვრებელი ადგილების, სამეფო სამარხებისა და წმინდა ადგილებისაგან. დასახლებული ადგილები დაჯგუფებულია წარმომავლობის მიხედვით. აქ განირჩევა მეფის და მისი ოჯახის, დაბალი და მაღალი არისტოკრატიის და მდაბიო ხალხის საცხოვრებლები. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობდა მეფე და მისი ოჯახი, ასევე არისტოკრატია (ისევე როგორც ნან-მადოლში), დასავლეთ მხარეს მცირე არისტოკრატია ცხოვრობდა, ხოლო დაბალი ფენა უბრალო ქოხმახებში.

ევროპელებთან კონტაქტის პერიოდში ქალაქში ცხვრობდა 6 000 ადამიანი. 1870 წლისათვის მისი მოსახლეობა 200 კაცამდე შემცირდა.

1983 წლიდან ძეგლი შედის აშშ-ის ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრში[2], ხოლო 2012 წლიდან იუნესკოს საცდელ სიაშია[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლელუ&oldid=3110479“-დან