შინაარსზე გადასვლა

ლეილა ხუსკივაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლეილა ხუსკივაძე (დ. 5 თებერვალი, 1936, თბილისი, — გ. 6 ნოემბერი, 2024) — ქართველი ხელოვნებათმცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1982).

1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელად, შემდგომ — უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1986 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის პროფესორი, კითხულობდა ბიზანტიის ხელოვნების ისტორიის კურსს. კვლევის სფეროა შუასაუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]