ლიმფური სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ქალის ლიმფური სისტემა

ლიმფური სისტემაორგანიზმში არსებული და კარგად განვითარებული სისტემა,ეგრეთ წოდებული ლიმფური კაპილარები. სხეულის კაპილარებში სისხლის მიმოქცევის დროს მისი თხევადი ნაწილის გარკვეული რაოდენობა არ გადადის ვენებში, არამედ გამოჟონავს კაპილარის კედელში და გადადის მის ირგვლივ მდებარე შემაერთებელ ქსოვილში, რომლიტაც შეერთებულია ყველა ორგანო და ქსოვილის უჯრედები. ამ კაპილარების თხელ კედლებში შედის სისხლისა და ქსოვილის შორის არსებული გარშემო ქსოვილთა სითხე, რომელსაც აქ უკვე ლიმფა ეწოდება.

ლიმფური სისტემის შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


ლიმფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი მკრთალი, მოყვითალო, თითქმის უფერული სითხეა, რომელიც პლაზმისა და უჯრედების სხვადასხვა ელემენტებისაგან შედგება. ლიმფის ფორმიანი ელემენტები კი ძირითადად უბირთვო ლეიკოციტებია, რომელიც ლიმფაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გვხვდება ლიმფურ კვანძებში გადასვლისას. გარდა ამისა ლიმფაში შეიძლება შეგვხვდეს ასევე ბირთვიანი ლეიკოციტები და ერითროციტები, თუმცა ისინი ლიმფასთვის დამახასიათებლებნი არ არიან.

სხვადასხვა ქსოვილის და ორგანოს ლიმფა თავისი შემადგენლობით შეიძლება მნიშვნელოვნად განსხავდებოდეს ერთმანეთისაგან, რადგან ის უჯრედების დესიმილაციის პროდუქტებს შეიცავს.

ლიმფის გამოტანა უჯრედთა შორის ლიმფური ნაპრალებიდან ენდოთელით მოფენილი ლიმფური ძარღვების გზით ხდება. ამ ძარღვებს გულმკერდის სადინარისა და მარჯვენა ლიმფური სადინარის დახმარებით ლიმფა ვენურ სისხლში გადააქვს. ამრიგად, სისხლიდან ლიმფურ კაპილარებში გადასული სითხე კვლავ უბრუნდება სისხლს და მასში უჯრედების დაშლილი მთელი რიგი პროდუქტები შეაქვს.

ლიმფური სივრცეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიმფური სივრცეები უჯრედშუა ნაპრალებია, რომლებშიც სისხლძარღვთა კაპილარებიდან გამოჟონავს ლიმფას. ასეთ სივრცეებს ეკუთვნის: პერიტონეუმის, პლევრისა და გულის პერანგის, სეროზული ღრუები, ტვინის პარკუჭების ღრუები, ზურგის ტვინის ცენტრალური არხი, თავისა და ზურგის ტვინის გარსთაშუა სივრცეები, შიგნიტა ყურის სივრცე, თვალის კამერები, პერივასკულარული და პერინევრალური სიბრცეები, სახსრების და მყესების ბუდეების სინოვიალური ღრუები და სხვა.

ლიმფური კაპილარები

ლიმფური კაპილარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიმფური კაპილარები უწვრილესი სისხლძარღვებია, რომლებსაც ლიმფა გამოაქვს უჯრედშუა ნაპრალებიდან. ლიმფური კაპილარების კედელი, სისხლძარღვთა კაპილარების მგავსად, შედგება ერთ შრედ განლაგებული ენდოთელის უჯრედებიდან, რომელთა დიამეტრიც გაცილებით დიდია ვიდრე სისხლძარღვთა კაპილარების.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თვალაძე გ., ადამიანის ანატომია, ტ. 2, გვ. 206-209.