ლევან ჩუბინიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლევან ჩუბინიძე
დაბ. სახელი ლევან ვარლამის ძე ჩუბინიძე
დაბ. თარიღი 1 სექტემბერი, 1916
როდინაული, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 19 ოქტომბერი, 1943
კიევი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
მშობლები მამა: ვარლამ ჩუბინიძე
ჯილდოები ლენინის ორდენი

ლევან ვარლამის ძე ჩუბინიძე (დ. 1 სექტემბერი, 1916, როდინაული, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 19 ოქტომბერი, 1943, კიევი) — უფროსი ლეიტენანტი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე,საბჭოთა კავშირის გმირი (1943).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლევან ვარლამის ძე ჩუბინიძე დაიბადა 1916 წლის 1 სექტემბერს სოფელ როდინაულში. იგი იყო უფროსი ლეიტენანტი. 112-ე მსროლელი დივიზიის 385-ე პოლკის 1-ლი ბატალიონის მეთაური.

მოწინააღმდეგის ავიაციისა და არტილერიის ცეცხლქვეშ გადაიყვანა თავისი ბატალიონი მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე. პლაცდარმის გაფართოებისათვის ბრძოლაში ბატალიონმა მოსპო 160 მტრის ჯარისკაცი და ოფიცერი. წარმატებით მოიგერია მტრის 12 კონტრიერიში. 1943 წლის 17 ოქტომბერს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მდინარე დნეპრის გადალახვისათვის წარმოებულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]