შინაარსზე გადასვლა

ლევან მაკარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევან მაკარაძე (დ. 6 ოქტომბერი, 1952, სოფელი ოლადაური, შუახევის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი ვეტერინარი ექიმი. ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001).

1975 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკური–სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი. 1986-1989 წლებში იყო ზოოვეტერინარული ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის განყოფილების გამგე, 1990-2004 წლებში – პათოლოგიური ანატომიის, ფიზიოლოგიისა და ფარმაკოლოგიის კათედრის გამგე, 2001-2004 წლებში – მორფოლოგიისა და ფიზიოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, 2006-2017 წლებში – აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი და ვეტერინარია-მეცხოველეობის მიმართულების ხელმძღვანელი. 2008 წლიდან აირჩიეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო სავეტერინარო განათლების ასოციაციის პრეზიდენტად. 2019 წლიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ტექნოლოგიების, აგრარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანია, 2020 წლიდან – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ტრენერი ვეტერინარიის მიმართულებით.

მუშაობს ცხოველთა პათოლოგიის, ონკოლოგიის, მორფოლოგიისა და ფარმაკოპროფილაქტიკის საკითხებზე, ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას, ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2002).

  • ცხოველთა და ფრინველთა დაავადებების პათოლოგიური ანატომიის ატლასი, თბ., 2012 (თანაავტ. ზ. მაკარაძე);
  • ზოონოზი კორონავირუსები, ახალციხე, 2020.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]