ლეა სედუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლეა სედუ
Léa Seydoux Cannes 2014 2.jpg
ლე სედუ 2014 წელს.
დაბ. სახელი ლეა ელენ სედუ-ფორნიე დე კლოსონი[1]
დაბ. თარიღი 1 ივლისი, 1985 (1985-07-01) (33 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
რეზიდენცია პარიზი, საფრანგეთი; ჰამერსმითი, ლონდონი, ინგლისი
ეროვნება ფრანგი, ბრიტანელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2005–დღემდე
პარტნიორ(ებ)ი ანდრე მაიერი
შვილ(ებ)ი 1

ლეა ელენ სედუ-ფორნიე დე კლოსონი (ფრანგ. Léa Hélène Seydoux-Fornier de Clausonne, ცნობილი, როგორც ლეა სედუ, წარმოთქმა ფრანგულად: [le.a sɛ.du] ( მოსმენა); დ. 1 ივლისი, 1985) — ფრანგი მსახიობი.

მისი კარიერა დაიწყო 2007 წელს, ფილმით „უკანასკნელი მფლობელი“. მსახიობისთვის ასევე წარმატებული იყო ფილმი „ომში“ (2008). ფილმ „მშვენიერში“ შესრულებული როლისთვის მან კანის კინოფესტივალზე ტროპე შოპარის ჯილდო მოიპოვა. მსოფლიო პოპულარობა მოუტანა „ადელის ცხოვრებაში“ (2013) ლესბოსელი მოზარდის, ემას როლმა. აგრეთვე ითამაშა 2014 წლის ფილმში „მზეთუნახავი და ურჩხული“. 2015 წელს შეასრულა ბონდის გოგონას როლი ჯეიმზ ბონდის ფილმების მორიგ ნაწილში „სპექტრი“[2][3].

სედუ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თანამედროვე ფრანგ მსახიობად ითვლება. მას სხვადასხვა საპრიზო კატეგორიებში 38 ნომინაცია, აქედან 14 გამარჯვება აქვს მოპოვებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Léa Seydoux, la belle énigme (14 February 2014). წაკითხვის თარიღი: 24 February 2014.
  2. Move over Rihanna, actress Léa Seydoux is the new Bond girl. The Independent (12 October 2014). წაკითხვის თარიღი: 13 October 2014.
  3. Léa Seydoux is the new Bond girl. Harper's Bazaar Australia (13 October 2014). წაკითხვის თარიღი: 13 October 2014.