კუირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კუირი (ინგლ. queer — უცნაური) — კრებითი ტერმინი სექსუალური და გენდერული უმცირესობებისათვის, რომლებიც არ არიან ჰეტეროსექსუალურები. წარსულში იგი ჰომოსექსუალობისთვის შეურაცხმყოფელ ტერმინად გამოიყენებოდა, თუმცა 1980-იანი წლების აქტივისტებისა და თეორეტიკოსების დამსახურებით, რომელთა მიზანიც სექსუალობისა და გენდერული იდენტობის შესახებ არსებულ ნორმებთან შეწინააღმდეგება იყო, ტერმინმა პოზიტიური და კონფრონტაციული მნიშვნელობა შეიძინა. ტერმინი კუირი გამოიყენება ზოგადად ლგბტ თემის აღსანიშნად და ასევე ასოცირებულია კრიტიკული თეორიის კონკრეტულ მიმართულებასთან (კუირ-თეორია), რომელიც ეჭვქვეშ აყენებს იდენტობის კატეგორიების, მაგალითად „ლესბოსელის“ ან „გეის“ მართებულობას. ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავს კუირს უწოდებენ, ხშირად ამით კვირ-თეორიისა და აქტივიზმის ღირებულებებთან საკუთარ კავშირს უსვამენ ხაზს.[1]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კუირი&oldid=2923897“-დან