ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე — ქართული ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებულია სახელწოდება ანასეულ „ქართლის ცხოვრებაში“ შესული ისტორიული ნაშრომისა, რომელიც დაწერილია უცნობი ქართველი ავტორის მიერ 1222-1223 წლებში. მატიანე იწყება 1125 (დავით IV აღმაშენებლის გარდაცვალება და დემეტრე I-ის გამეფება) და მთავრდება 1222-1223 წლების ამბებით (ლაშა გიორგის გარდაცვალება და რუსუდანის გამეფება). შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: „ცხოვრება დემეტრე მეფისა“ (დემეტრე I), „ცხოვრება გიორგი მეფისა“ (გიორგი III), „ცხოვრება დიდისა მეფეთ-მეფისა თამარისი“ და „ცხოვრება გიორგი მეფისა, თამარის ძისა“ (გიორგი IV ლაშა). ეს მცირე მოცულობის თხზულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასში დაცული უხვი და ზუსტი ქრონოლოგიური ცნობებით. აღსანიშნავია, რომ მატიანეში თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად დასახელებულია 427 ქორონიკონი (ე. ი. 1207 წელი), რაც დასტურდება სხვა ქართული და უცხოური წყაროებითაც და ამჟამად გაზიარებულია ბევრი ისტორიკოსის მიერ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977;