ლატიფე უშაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლატიფე უშაქი
Latife Hanım.jpg
თურქეთის პირველი ლედი
მმართ. დასაწყისი: 29 ოქტომბერი, 1923
მმართ. დასასრული: 5 აგვისტო, 1925
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე: მევჰიბე ინენიუ
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 ივნისი, 1898
დაბ. ადგილი: იზმირი, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი: 12 ივლისი, 1975, (77 წლის)
გარდ. ადგილი: სტამბოლი, თურქეთის რესპუბლიკა
მეუღლე: მუსტაფა ქემალ ათათურქი
რელიგია: ისლამი

ლატიფე უშაქი (თურქ. Latîfe Uşakî), გვარების რეფორმის შემდეგ ლატიფე უშაქლიგილი (თურქ. Latife Uşaklıgil), აგრეთვე ცნობილია როგორც ლატიფე ჰანიმი (თურქ. Latife Hanim; დ. 17 ივნისი, 1898, იზმირი, ოსმალეთის იმპერია — გ. 12 ივლისი, 1975, სტამბოლი, თურქეთის რესპუბლიკა) — თურქეთის I პირველი ლედი 1923-1925 წლებში როგორც მუსტაფა ქემალ ათათურქის მეუღლე. მამის მხრიდან იგი გამოჩენილი თურქი ნოველისტის, ჰალიდ ზია უშაქლიგილის ნათესავი იყო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლატიფე ჰანიმი დაიბადა 1898 წლის 17 ივნისს იზმირში, ოსმალეთის იმპერიაში. მისი ოჯახი ქალაქში ცნობილი იყო როგორც შეძლებული ვაჭრების ოჯახი, რომელიც სათავეს ქალაქ უშაქიდან იღებს, საიდანაც შემდეგში მათ მიიღეს გვარი უშაქლიგილი. მან სწავლა იზმირის საშუალო სკოლაში დაიწყო, 1919 წლიდან კი განათლება ჯერ პარიზში, შემდეგ კი ლონდონში გააგრძელა იურიდიული განხრით. როდესაც იგი სამშობლოში დაბრუნდა, თურქეთის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის თითქმის უკვე დასრულებული იყო.

1922 წლის 11 სექტემბერს, როდესაც იგი იზმირში დაბრუნდა ჯარისკაცებმა სახლში არ შეუშვეს, რადგან უთხრეს, რომ ადგილობრივმა ფაშამ მათი სახლი თავის რეზიდენციად აიღო. მოგვიანებით, მათი სახლი იზმირის გენერალურ შტაბად გადააკეთეს. მას შემდეგ, რაც ჯარისკაცები დარწმუნდნენ, რომ სახლი ნამდვილად მისი ოჯახის იყო, ლატიფეს დროებით დარჩენის ნება დართეს, სანამ ახალ საცხოვრებელს იპოვნიდა.

სამშობლოში დაბრუნებიდან მალევე, ლატიფეს დედა, ზუბეიდე ჰანიმი გარდაიცვალა. ამ ამბიდან მალევე, იზმირში მან თურქეთის პირველი პრეზიდენტი, მუსტაფა ქემალ ფაშა გაიცნო, რომელზეც 1923 წლის 29 იანვარს დაქორწინდა. ამით იგი თურქეთის ისტორიაში I პირველი ლედი და შეიძლება ითქვას, რომ თურქი ქალების სახე გახდა. იგი მეტად აქტიური პოლიტიკური პიროვნება იყო, რომელიც ქალთა უფლებებისათვის იბრძოდა და ცდილობდა ქვეყანაში ევროპაში ნანახი სტანდარტები დაემკვიდრებინა. მან დიდი გავლენა იქონია 1920-იანი წლების რეფორმებზე, რომლებიც ქალთა ემანსიპაციისაკენ იყო მიმართული. თავისი ქმრის დარწმუნების შემდეგ, მან ახალი რეფორმა გაატარა, რომლის მიხედვითაც ქალებს შეეძლოთ მოეშორებინათ თავსაბურავები, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

1925 წლის ზაფხულში მასა და მის ქმარს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, რასაც ამავე წლის 5 აგვისტოს მათი განქორწინება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ლატიფეს ქმრისგან ბავშვი არ დარჩენია. იგი მეორედ აღარ გათხოვილა და დარჩენილი ცხოვრება იზმირსა და სტამბოლში გაატარა. განქორწინების შემდეგ იგი აღარ ერეოდა პოლიტიკაში და არც ფემინისტური საქმიანობა გაუგრძელა. იგი გარდაიცვალა 1975 წლის 12 ივლისს, სტამბოლში. 2005 წელს, თურქეთის ისტორიულმა საზოგადოებამ მისი დღიურები გამოაქვეყნა, „გარდა ყველაზე პირადი დეტალებისა, მისი ოჯახის პირადი შეხედულებების მიხედვით.“ პარალელურად, მისმა ოჯახმა განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ წერილების საკუთრების უფლება და არ სურდათ დღიურებში არსებული ინფორმაციის გასაჯაროვება, თუმცაღა მისი პუბლიკაციების სახით გავრცელება მაინც გრძელდებოდა.

2006 წელს გამოქვეყნდა ვეტერან ქუმჰურიეთ ჩალიშლარის მეტად სკანდალური და საკამათო ბიოგრაფიული წიგნი, რომელიც ლატიფე უშაქის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Turkey in the 21st century: The Legacy Of Mrs Ataturk". Pelin Turgut. The Independent. 1 July 2006. Retrieved 2007-09-29.
  • "Atatürk, his wife and her biographer". Emrah Güler. Turkish Daily News. 25 August 2006. Archived from the original on 29 August 2006. Retrieved 2007-09-29. (archive.org link )
  • "Ataturk diaries to remain secret". BBC. 4 February 2005. Retrieved 2007-09-29.
  • "Sezer'e verilmeyen mektupları bize verin". Hürriyet. Retrieved 19 May 2017.
  • İpek Çalışlar (2006). Latife Hanım (in Turkish). Doğan Kitap. ISBN 978-975-991-517-9.