შინაარსზე გადასვლა

ლარსენის შელფური მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლარსენის შელფური მყინვარი
ინგლ. Larsen Ice Shelf
ლარსენის შელფური მყინვარი
ლარსენის შელფური მყინვარი
კოორდინატები: 67°30′ ს. გ. 62°30′ დ. გ. / 67.500° ს. გ. 62.500° დ. გ. / -67.500; -62.500
ფართობი 86 ათ. კმ²
ლარსენის შელფური მყინვარი — ანტარქტიდა
ლარსენის შელფური მყინვარი

ლარსენის შელფური მყინვარი (ინგლ. Larsen Ice Shelf) — ერთ-ერთი უდიდესი შელფური მყინვარი ანტარქტიდაში. ქმნის ანტარქტიდის ნახევარკუნძულის 800 კილომეტრი სიგრძის ყინულოვან ნაპირს. მაქსიმალური ფართობი დაახლოებით 86 ათასი კმ². აღმოსავლეთიდან მთელი წელი ბლოკირებულია უედელის ზღვის მოდრეიფე ყინულებით. 1961 წლიდან ლარსენის შელფური მყინვარის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედებს არგენტინის სამეცნიერო სადგური ტენიენტე-მატიენსო. მყინვარს სახელი ეწოდა პირველი აღმომჩენის (1893) ნორვეგიელი ზღვაოსნის კარლ ანტონ ლარსენის პატივსაცემად.