შინაარსზე გადასვლა

ლარგვისის ამაღლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლარგვისის ამაღლების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი ლარგვისის მიდამოებში, საქორეთის ნასოფლარზე. აგებულია გარდამავალ ხანაში.

ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის სხვადასხვა ზომის ქვითაა ნაგები. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. სამხრეთით და ჩრდილოეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში გაჭრილია არქიტრავული კარი. ამავე კედელში სარკმლის კვალია. ეკლესიას სამხრეთიდან თანადროული მინაშენი აქვს, კედლების სიმაღლე 1 მეტრს აღწევს. დაზიანებულია ძეგლის კამარა, კონქი ჩამოქცეულია, კედლები დეფორმირებულია. ინტერიერი ამოვსებულია ქვით. ძეგლის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია.

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 113-114