შინაარსზე გადასვლა

ლანგსტროთის სკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლანგსტროტის სკის დაბალი სართული

ლანგსტროთის სკა — სართულებიანი ტიპის საფუტკრე სკა. თავისი სიმარტივისა და ღირსებების გამო ეს სკა ყველაზე მეტადაა გავრცელებული. იგი გამოიგონა ლორენცო ლანგსტროთმა.

სკის ნაწილებია: ფსკერი, სართულები და სახურავი. სართულები შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის. ზოგიერთი მეფუტკრე საჭუპრედ იყენებს მაღალ სართულებს, რადგან ამ გზით მათ არ უწევთ ბუდის (ჭუპრებიანი ადგილის) გაყოფა. დაბალი სართულები გამოიყენება თაფლისთვის. მათი დაბალი სიმაღლის წყალობით თაფლით სავსე სართული მსუბუქია და ადვილია მათი გადადგმა. ფსკერი შეიძლება იყოს მარტივი (დაბალი) ან მაღალი, რომელშიც შეიძლება ჩაყენდეს გასანიავებელი ბადე და ფირფიტა ტკიპების (ვაროატოზი, ვაროაზა) არსებობის დასადგენად. სკის შიდა ზომებია 465 x 375 მმ. სკა არაა დათბუნებული, რათა ჭერი და კედლები არ დაიორთქლოს. სკის ყველა ნაწილს შორის არის დატოვებული ზუსტად ფუტკრის ზომის გასაძვრომი ადგილი. სკის ნაწილებს არ აქვთ შემაერთებელი ღარები, სკის დაშლა-აწყობა ასე უფრო ადვილია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]