ცენტრალური მასივი
იერსახე
| ცენტრალური მასივი | |
|---|---|
ცენტრალური მასივი | |
| კოორდინატები: 46° ჩ. გ. 3° ა. გ. / 46° ჩ. გ. 3° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| უმაღლესი წერტილი | პიუი-დე-სანსი |
| სიმაღლე | 1885 მ |
| ფართობი | 182,040 კმ² |
| სიგრძე | 523 კმ |
| სიგანე | 571 კმ |
ცენტრალური მასივი (ფრანგ. Massif central) — მთათა სისტემა საფრანგეთში, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის ერთ მეოთხედს იკავებს, ვრცელდება საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში. უმაღლესი წერტილია პიუი-დე-სანსი — 1885 მეტრი ზღვის დონიდან. იგი ევროპის ჰერცინული მთათა სისტემებისაგან გამოირჩევა სიმაღლით და რთული გეოლოგიური აგებულებით. ეს მხარე ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონია. სწორედ აქედან იღებს სათავეს საფრანგეთის უგრძესი მდინარე ლუარა. ალპებისა და იურის მთებისაგან მას გამოჰყობს მდინარეების რონისა და სენის ხეობები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცენტრალური მასივი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)