ლამარა ქოქიაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლამარა ქოქიაური
დაბ. თარიღი 6 ოქტომბერი, 1948(1948-10-06) (75 წლის)
დაბ. ადგილი საგარეჯო, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ეკონომისტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლამარა გიორგის ასული ქოქიაური (დ. 6 ოქტომბერი, 1948, საგარეჯო, საქართველოს სსრ) — ქართველი ეკონომისტი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსებისა და ინვესტიციების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფონდის დირექტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წელს დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ნიჭიერთა სკოლა, პირველი გამოშვება, ხოლო 1975 წელს — ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, დაუსწრებლად, წარჩინებით; 1979 წელს — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1970-1977 წლებში მუშაობდა — საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკონომისტად. 1977-1979 წლებში — საქართველოს სამშენებლო ბანკში — უფროს ეკონომისტად; 1979 წლიდან 2009 წლამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსებისა და კრედიტის კათედრის ლაბორანტად, დოცენტად, 2005 წლიდან — პროფესორად.

2009-2014 წლებში არჩეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულ პროფესორად. 1992 წელს დააფუძნა და დღემდე არის შპს ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების სკოლა „ნინოს“ დირექტორი. 2005 წელს დააფუძნა და დღემდე არის არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსებისა და ინვესტიციების სტრატეგიისა და პოლიტიკის ფონდის დირექტორი.

საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ინვესტიციების ფინანსურ — საკრედიტო მექანიზმი დაიცვა 1986 წელს. სადოქტორო დისერტაცია „ინვესტიციის ბაზრის ფორმირება და განვითარება საქართველოში“ დაიცვა 2003 წელს. მისი შრომები ეძღვნება ფინანსების, კრედიტის, ინვესტიციების თეორიისა და პრაქტიკის საკითხებს. ბოლო დროს იკვლევს ინოვაციებისა და ინტელექტუალური კაპიტალის პრობლემებს.

ლამარა ქოქიაური არის 228 სამეცნიერო ნაშრომის — მონოგრაფიების, სახელმძღვანელოების, სტატიების, მეთოდური შრომების და ენციკლოპედიების ავტორი აქედან 28 შრომა გამოქვეყნებული აქვს საერთაშორისო ინფაქტფაქტორის ჟურნალებში (გერმანიის, აზერბაიჯანის, აშშ, რუსეთის, საქართველოს). ლამარა ქოქიაურს სულ გამოქვეყნებული აქვს 228 ნაშრომი, აქედან 20 მონოგრაფია, 22 სახელმძღვანელო. 2010 წელს მიენიჭა სამეცნიერო დარგობრივი პრემიები „საინვესტიციო მენეჯმენტი და პოლიტიკა“ (წლის საუკეთესო სახელმძღვანელო); ფულადი ჯილდო; დიპლომი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]