განხილვა:ლამარა ქოქიაური

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვფიქრობ, ზედემტად ბევრი ინტერნეტ-რესურსია მითითებული და სანაცვლოდ, არცერთი წყარო არ არის, რომელიც სქოლიოში მიეთითებოდა და დაადასტურებდა ინფორმაციის სისწორეს.--Saliner 17:41, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ასევე, სექციებში წინადადებებით კი არ არის აზრი მოცემული, არამედ ჩამონათვალია. გაუმართავია ძალიან. თუ სათანადოდ არ დამუშავდება და წყაროები არ მიეთითება, ამ ფორმით ბევრი რამე ამოსაშლელი აქვს.--Saliner 17:44, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ნაწილი გუშინ ამოვშალე, მაგრამ მაინც გაუმართავი სტატიაა. ჩემი აზრით ეს სტატია საერთოდ წასაშლელია--დათო1010 18:02, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
თუ პიროვნება ენციკლოპედიისთვის ღირებულია, დავტოვოთ, თუმცა გაუმართავი ტექსტი შეგვიძლია ამოვიღოთ, ჩემი აზრით, წაშლას, აჯობებს სტატია უბრალოდ მინიმუმამდე დავიყვანოთ. - OTOGI Messages 18:10, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები, Otogi, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი წყაროები მიეთითება.--Saliner 18:15, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
აუცილებლად, მაგ., ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი რომ არის ამას წყარო დასჭირდება, მაგრამ მასზე ცნობებს ვერ მივაგენი... - OTOGI Messages 18:22, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
იქნებ თავად სტატიის ავტორს (რომელიც, მგონი, თვითონ ქალბატონი ლამარაა) მივწეროთ და მან ჩასვას შესაბამისი წყაროები. თუ ეს ვერ მოხდება, სტატიის წაშლის მომხრე ვარ.--Saliner 18:32, 23 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

მაინტერესებს, რა გადავწყვიტეთ ამ სტატიის შესახებ? წყარო ისევ არ მითითებია.--Saliner 17:18, 26 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით, სტატია ან მინიმუმამდე უნდა შეიკვეცოს ან საერთოდ წაიშალოს.--ILIA განხილვა 17:39, 26 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
სულ მცირე, სექციები: კვალიფიკაცია და ლექციების კურსი წასაშლელია.--Saliner 18:04, 26 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]