ლაკონია
| ნომი | |
|---|---|
|
ლაკონია Λακωνία | |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | სპარტა (ქალაქი) |
| შიდა დაყოფა | Sparta Municipality, Evrotas Municipality, East Mani municipality და Monemvasia Municipality |
| კოორდინატები | 37°00′00″ ჩ. გ. 22°30′00″ ა. გ. / 37.00000° ჩ. გ. 22.50000° ა. გ. |
| ფართობი | 3,636 კმ² |
| მოსახლეობა | 100,871 კაცი (2005) |
| სიმჭიდროვე | 27.7 კაცი/კმ² |
| სატელეფონო კოდი | 23x xx |
| საფოსტო ინდექსი | 23x xx |
| საავტომობილო კოდი | AK |
| ოფიციალური საიტი | lakonia.gr/index.html |
|
| |
ლაკონია (ბერძ. Λακωνία) — ნომი საბერძნეთში, პელოპონესის პერიფერიაში. ლაკონიაში მდებარეობს ორი დიდი მთაგრეხილი: ტაიგეტოსი, პელოპონესში ყველაზე მაღალი მწვერვალით (2407 მ), და პარნონი. მათ შორის მიედინება ლაკონიაში მთავარი მდინარე — ევროტასი. ჩრდილოეთით ესაზღვრება არკადიას ნომს, დასავლეთით — მისენიას ნომს. ლაკონიას ნომში შედის კუნძული ელაფონისი.
ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სპარტა.
- მოსახლეობა — 100,871 ადამიანი.
- ფართობი — 3,636 კმ².
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლაკონია — ძველი საბერძნეთის ისტორიული მხარე.
ძველ დროში აქ სახლობდნენ ლელეგები ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანამდე. შემდეგ ძირძველი მოსახლეობა გააძევეს დორიელებმა ძვ. წ. II ათასწლეულში, რომლებმაც დააარსეს ქალაქ-სახელმწიფო სპარტა. ლაკონიის მცხოვრებლებს (სპარტელებს) მიაწერენ აზრის სათქმელის გამოხატვას მოკლედ, სხარტად, ზუსტად და მკაფიოდ — ლაკონიზმს.
ძვ. წ. I საუკუნეში ლაკონიის ტერიტორია შევიდა რომის იმპერიის შემადგენლობაში.
მუნიციპალიტეტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერიფერიული ერთეული ლაკონია იყოფა 5 მუნიციპალიტეტად.

| აღმოსავლეთი მანი (1) |
| ელაფონისოსი (2) |
| ევროტასი (მუნიციპალიტეტი) (3) |
| მონემვასია (4) |
| სპარტა (5) |